USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ენგურში ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ – აინარ ცვიჟბამ მისი მკვლელობა აღიარა
თარიღი:  1412

ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ რეჩხში, “ვარდნილჰეს-3”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარე ენგურში მვინთავები და მაშველები ეძებენ 28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარს, რომლის მკვლელობა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა აინარ ცვიჟბამ აღიარა

– მან თქვა, რომ გოგონა 28 ივლისს გაიტაცა, თავისი მანქანის სალონში მოკლა და ვარდნილჰესის კასკადიდან ენგურში გადააგდო.

ამავე დროს, ოჩამჩირის რაიონში, ზღვის ნაპირას, უკაცრიელ ფიჭვნარში, კიდევ ორი გოგოს ცხედარია ნაპოვნი, ორივეს ძალადობის კვალი ეტყობა. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, დრანდელი გოგოა, რომელსაც ერთ თვეზე მეტია, ეძებენ. მეორის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის – ორივე ცხედარი გარეული ცხოველებისგან დაზიანებულია. 

ცხედრის ძებნის ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე 

წყარო:https://odishinews.ge/

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის