USD 2.7467
EUR 3.1219
RUB 3.3965
თბილისი
«腾讯是»//«Tencent» (ჩინეთი): „სი ძინპინი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება: რა დიდი თამაში იმალება ამ ნაბიჯის მიღმა?“
თარიღი:  359

„7-10 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის 4-დღიანი ვიზიტი მოსკოვში და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“, - წერს ჩინური გაზეთი „თანსენთი“ («腾讯»//«Tencent») სტატიაში სათაურით „სი ძინპინი მოსკოვში პუტინს შეხვდება: რა დიდი თამაში იმალება ამ ნაბიჯის მიღმა?“ (ავტორი - ჯან სიუეკუნი, შანხაის უნივერსიტეტის დოცენტი). „დაგეგმილია, რომ მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელებენ და ხელს მოაწერენ რამდენიმე შეთანხმებას, შემდეგ ვლადიმერ პუტინი თავისი ჩინელი კოლეგის სი ძინპინის „დიპლომატიურ ესტაფეტაში“ ჩაებმება - იგი ორი თვის შემდეგ პეკინს ეწვევა“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი უბრალო, ჩვეულებრივი ვიზიტი არ არის - მის უკან ისტორიული ფესვები და მნიშვნელოვანი ოვლენები დგას.

2025 წელი განსაკუთრებული წელია. ეს არის გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების და გაეროს დაარსების 80-ე წლისთავი. უკან თუ გავიხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ პლანეტა მეორე მსოფლიო ომის კვამლშია გახვეული. ჩინეთი და რუსეთი (სსრ კავშირი) ანტიფაშისტური დროშით იბრძოდნენ აზიისა და ევროპაში, მათ უდიდესი მსხვერპლი შესწირეს მშვიდობისა და სამართლიანობის სახელით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დიდი სამსმაულო ომის დროს წითელი არმია ფაშისტური გერმანიის ვერმახტს ებრძოდა - თავდამსხმელს და დამპყრობელ ძალას. ეს იყო უდიდესი და არნახული მასშტაბის მქონე სისხლისმღვრელი ომი, როცა აუცილებელი ხდებოდა ბრძოლა მიწის ყოველი მტკაველისთვის. მრავალი საბჭოთა ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე გმირულად და საკუტარი სიცოცხლის ფასად სამშობლო ფაშისტური მონობისაგან იხსნა.  თავის მხრივ, ჩინელი ხალხი 14-წლიან ომში იაპონელთა სამხედრო აგრესიას ეწინააღმდეგენბოდა, გაანადგურა უდიდესი რაოდენობით იაპონელი ჯარისკაცები და მთლიანად დაანგრია იაპონელი ფაშისტების ამბიციები აზიაში გაბატონებისათვის. ამ ომებმა განამტკიცა ღრმა მეგობრობა ჩინეთსა და რუსეთს შორის, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იდგნენ გერმანულ და იაპონურ ფაშიზმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში.

ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, ჩინელი ლიდერის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, ეს უკვე სი ძინპინის მე-11 ვიზიტია რუსეთში 2013 წლიდან. ორი დირესი ყოველი შეხვედრა მუდმივად მსოფლიოს საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრშია.

ვიზიტი ასახავს იმ ღღმა პატივისცემას, რომელსაც ჩინელი ხალხი და ხელისუფლება გამოხატავს ორი სახელმწიფოს ერთობლივის ისტორიის მიმართ. მათი გმირული მოქმედება კაცობრიობის გადარჩენისაკენ იყო მიმართული და არავინ არ უნდა დაივიწყოს. ჩინეთის სახახლო რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია მტკიცედ არიან განწყობილნი იმისათვის, რომ ერთად დაიცვან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ხსოვნა და ომისშემდგომი საერთაშორისო  წესრიგი.

ამჟამად საერთაშორისო ვითარება სწრაფად იცვლება. აშშ ცალმხრივად ატარებს ზეწოლის პოლიტიკას და ბოროტად სარგებლობს ზოგიერთი თავისი უპირატესობით, მაგალითად, ტარიფების საკითხში და რიგ ქვეყნებს უფლებებისა და ინტერესების შელახვით ემუქრება. ვაშინგტონის მოქმედება არღვევს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ წესებს და სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. გარდა ამისა, ზოგიერთი გავლენიანი წრეები ცდილობენ სხვა ქვეყნების ისტორიის ფალსიფიცირება მოახდინონ და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგი დაარღვიონ. ჩინეთისა და რუსეთის გაერთიანებული ძალისხმევამ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ისტორიის შებღალვა არ შეიძლება, ხოლო სამართლიანობის დაცვა ყოველთვის უნდა ხდებოდეს.

რუსეთი და ჩინეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებლებიც არიან და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიც. მათ მხრებზე აწევთ საერტაშორისო წესრიგის მხარდაჭერის უდიდესი პასუხისმებლობა. მოსკოვი და პეკინი სხვადასხვა პლატფორმების - გაერო, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, „ბრიკსი“ და სხვა მეშვეობით ურთიერთობას განამტკიცებენ, აერთიანებენ გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებს, წინააღმდეგობას უწევენ ცალმხრივობისა და დაშინების პოლიტიკას, აგრეთვე ხელს უწყობენ სამართლიანი და მოწესრიგებული მსოფლიოს აშენებას, მრავაპოლარულობისა და ეკონომიკური გლობალიზციის პირობებში.

ბოლო წლებში ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდება და შეიძლება საერთაშორისო თანამშრომლობის ნიმუშადაც კი ჩავთვალოთ. პოლიტიკური თვალსაზრისით ორი ქვეყნის ლიდერებს მჭიდრო კონტაქტები აქვთ  და ურთიერთნდობას აღრმავებენ. ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი - ისე როგორც კარგი მეგობრები - ერთად სხდებიან და მშვიდად მსჯელობენ ნებისმიერ საკითხებზე, წინადადებებს აყენებენ და ინიციატივებით გამოდიან ორმხრივ ურთიერთობებში. ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებულია: ორ ქვეყანას შორის საქონელთბრუნვამ 2024 წელს 224 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთი უკვე 15 წელია ზედიზედ ითვლება რუსეთის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად.

ღრმავდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ტრანსსასაზღვრო გადაზიდვები სულ უფრო მოხერხებული ხდება. თანამშრომლობის ახალი მიმართულებები გახდა ციფრული ეკონომიკა და ბიომედიცინა. უვიზო რეჟიმის შედეგად სულ უფრო აქტიურდება თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში (...).

კრემლში მოლაპარაკების დროს ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი სტრატეგიული პარტნიორბის საკითხებზე იმსჯელებენ და რიგ სეთანხმებებს გააფორმებენ. ვლადიმერ პუტინი პეკინს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ეწვევა - იაპონელ მილისტარისტებზე გამარჯვების და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების  80 წლისთავთან დაკავშირებით. ვიზიტების სერია უმაღლეს დონეზე, დიპლომატიური ესტაფეტის მსგავსად, უეჭველია, ხელს შეუწყობს ევრაზიის კონტინენტის უდიდესი ორი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ დაახლოებას.

სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების პირობებში, მსოფლიოში სულ უფრო ძლიერდება ანტიგლობალური აზროვნება. რუსეთ-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მტკიცე საფუძველი გახდა საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. (...)

რუსეთში სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჩინელი და რუსი ხალხების კეთილდღეობას, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას სტაბილურობასა და პოზიტიურ ენერგიას შესძენს.

თბილისი
დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, რის გამოც, გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

„საპრევენციო ღონისძიებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ, 12-მეტრიანი ავტობუსები N323, N317, N370 და N395 მოძრაობენ დავით გურამიშვილის გამზირიდან თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წერეთლის გამზირის გავლით უკავშირდებიან სადგურის მოედანს; N323 და N395 სადგურის მოედნიდან მოძრაობას ფიროსმანის ქუჩით განაგრძობენ და უერთდებიან გიორგი ჩიტაიას ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დადგენილი სქემით, ორივე მიმართულებით.

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, N333, N362 და მიკროავტობუსები - N416, N436, N507 და N517, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობისას, შედიან რევაზ ურიდიას ქუჩაზე, საიდანაც გადაადგილდებიან ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე. ამის შემდეგ, ხუდადოვის ქუჩაზე მარჯვნივ მოხვევით, ისევ უკავშირდებიან დადიანის ქუჩას (ე.წ. გადასასვლელ ხიდთან) და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი მარშრუტებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.