„7-10 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის 4-დღიანი ვიზიტი მოსკოვში და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“, - წერს ჩინური გაზეთი „თანსენთი“ («腾讯是»//«Tencent») სტატიაში სათაურით „სი ძინპინი მოსკოვში პუტინს შეხვდება: რა დიდი თამაში იმალება ამ ნაბიჯის მიღმა?“ (ავტორი - ჯან სიუეკუნი, შანხაის უნივერსიტეტის დოცენტი). „დაგეგმილია, რომ მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელებენ და ხელს მოაწერენ რამდენიმე შეთანხმებას, შემდეგ ვლადიმერ პუტინი თავისი ჩინელი კოლეგის სი ძინპინის „დიპლომატიურ ესტაფეტაში“ ჩაებმება - იგი ორი თვის შემდეგ პეკინს ეწვევა“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი უბრალო, ჩვეულებრივი ვიზიტი არ არის - მის უკან ისტორიული ფესვები და მნიშვნელოვანი ოვლენები დგას.
2025 წელი განსაკუთრებული წელია. ეს არის გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების და გაეროს დაარსების 80-ე წლისთავი. უკან თუ გავიხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ პლანეტა მეორე მსოფლიო ომის კვამლშია გახვეული. ჩინეთი და რუსეთი (სსრ კავშირი) ანტიფაშისტური დროშით იბრძოდნენ აზიისა და ევროპაში, მათ უდიდესი მსხვერპლი შესწირეს მშვიდობისა და სამართლიანობის სახელით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დიდი სამსმაულო ომის დროს წითელი არმია ფაშისტური გერმანიის ვერმახტს ებრძოდა - თავდამსხმელს და დამპყრობელ ძალას. ეს იყო უდიდესი და არნახული მასშტაბის მქონე სისხლისმღვრელი ომი, როცა აუცილებელი ხდებოდა ბრძოლა მიწის ყოველი მტკაველისთვის. მრავალი საბჭოთა ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე გმირულად და საკუტარი სიცოცხლის ფასად სამშობლო ფაშისტური მონობისაგან იხსნა. თავის მხრივ, ჩინელი ხალხი 14-წლიან ომში იაპონელთა სამხედრო აგრესიას ეწინააღმდეგენბოდა, გაანადგურა უდიდესი რაოდენობით იაპონელი ჯარისკაცები და მთლიანად დაანგრია იაპონელი ფაშისტების ამბიციები აზიაში გაბატონებისათვის. ამ ომებმა განამტკიცა ღრმა მეგობრობა ჩინეთსა და რუსეთს შორის, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იდგნენ გერმანულ და იაპონურ ფაშიზმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში.
ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, ჩინელი ლიდერის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, ეს უკვე სი ძინპინის მე-11 ვიზიტია რუსეთში 2013 წლიდან. ორი დირესი ყოველი შეხვედრა მუდმივად მსოფლიოს საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრშია.
ვიზიტი ასახავს იმ ღღმა პატივისცემას, რომელსაც ჩინელი ხალხი და ხელისუფლება გამოხატავს ორი სახელმწიფოს ერთობლივის ისტორიის მიმართ. მათი გმირული მოქმედება კაცობრიობის გადარჩენისაკენ იყო მიმართული და არავინ არ უნდა დაივიწყოს. ჩინეთის სახახლო რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია მტკიცედ არიან განწყობილნი იმისათვის, რომ ერთად დაიცვან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ხსოვნა და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგი.
ამჟამად საერთაშორისო ვითარება სწრაფად იცვლება. აშშ ცალმხრივად ატარებს ზეწოლის პოლიტიკას და ბოროტად სარგებლობს ზოგიერთი თავისი უპირატესობით, მაგალითად, ტარიფების საკითხში და რიგ ქვეყნებს უფლებებისა და ინტერესების შელახვით ემუქრება. ვაშინგტონის მოქმედება არღვევს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ წესებს და სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. გარდა ამისა, ზოგიერთი გავლენიანი წრეები ცდილობენ სხვა ქვეყნების ისტორიის ფალსიფიცირება მოახდინონ და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგი დაარღვიონ. ჩინეთისა და რუსეთის გაერთიანებული ძალისხმევამ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ისტორიის შებღალვა არ შეიძლება, ხოლო სამართლიანობის დაცვა ყოველთვის უნდა ხდებოდეს.
რუსეთი და ჩინეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებლებიც არიან და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიც. მათ მხრებზე აწევთ საერტაშორისო წესრიგის მხარდაჭერის უდიდესი პასუხისმებლობა. მოსკოვი და პეკინი სხვადასხვა პლატფორმების - გაერო, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, „ბრიკსი“ და სხვა მეშვეობით ურთიერთობას განამტკიცებენ, აერთიანებენ გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებს, წინააღმდეგობას უწევენ ცალმხრივობისა და დაშინების პოლიტიკას, აგრეთვე ხელს უწყობენ სამართლიანი და მოწესრიგებული მსოფლიოს აშენებას, მრავაპოლარულობისა და ეკონომიკური გლობალიზციის პირობებში.
ბოლო წლებში ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდება და შეიძლება საერთაშორისო თანამშრომლობის ნიმუშადაც კი ჩავთვალოთ. პოლიტიკური თვალსაზრისით ორი ქვეყნის ლიდერებს მჭიდრო კონტაქტები აქვთ და ურთიერთნდობას აღრმავებენ. ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი - ისე როგორც კარგი მეგობრები - ერთად სხდებიან და მშვიდად მსჯელობენ ნებისმიერ საკითხებზე, წინადადებებს აყენებენ და ინიციატივებით გამოდიან ორმხრივ ურთიერთობებში. ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებულია: ორ ქვეყანას შორის საქონელთბრუნვამ 2024 წელს 224 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთი უკვე 15 წელია ზედიზედ ითვლება რუსეთის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად.
ღრმავდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ტრანსსასაზღვრო გადაზიდვები სულ უფრო მოხერხებული ხდება. თანამშრომლობის ახალი მიმართულებები გახდა ციფრული ეკონომიკა და ბიომედიცინა. უვიზო რეჟიმის შედეგად სულ უფრო აქტიურდება თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში (...).
კრემლში მოლაპარაკების დროს ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი სტრატეგიული პარტნიორბის საკითხებზე იმსჯელებენ და რიგ სეთანხმებებს გააფორმებენ. ვლადიმერ პუტინი პეკინს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ეწვევა - იაპონელ მილისტარისტებზე გამარჯვების და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 80 წლისთავთან დაკავშირებით. ვიზიტების სერია უმაღლეს დონეზე, დიპლომატიური ესტაფეტის მსგავსად, უეჭველია, ხელს შეუწყობს ევრაზიის კონტინენტის უდიდესი ორი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ დაახლოებას.
სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების პირობებში, მსოფლიოში სულ უფრო ძლიერდება ანტიგლობალური აზროვნება. რუსეთ-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მტკიცე საფუძველი გახდა საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. (...)
რუსეთში სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჩინელი და რუსი ხალხების კეთილდღეობას, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას სტაბილურობასა და პოზიტიურ ენერგიას შესძენს.