USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ემზარ ხვიჩია - ქართული „გორდიას კვანძი“
თარიღი:  1465

საკომუნიკაციო (საინფორმაციო და სატრანსპორტო) ტექნოლოგიების საფუძველზე განვითარებულ ეკონომიკური ინტეგრაციის ტენდენციის გაღრმავების თანამედროვე პირობებში, ჩვენი პლანეტის ნებისმიერი რეგიონი გლობალური გეოპოლიტიკური ძალების სტრატეგიული დაპირისპირების ასპარეზად არის ქცეული. ეს დაპირისპირება ღია და გაჭიანურებულ სამხედრო კონფლიქტშია გადაზრდილი არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, პირველ რიგში უნდა დასახელდეს საქართველო. 

ეს წერილი ეძღვნება იმ გარემოების წარმოჩენას, რომ დღეს საქართველოზე ზემოქმედი გარეგანი მრავალპოლარული დესტრუქციული ზეწოლის უმძიმესი წნეხის მოხსნა ქართველი ერისთვის, განვითრების გზის გახსნა აქამდე ცნობილი შეხედულებების, ბოლო დრომდე არსებული მეცნიერული ცოდნის საფუძველზე ვერ მოხერხდება. ქართველი ერის საარსებო პრობლემა ერთ-ერთია თანამედროვე მსოფლიოს იმ მრავალრიცხოვან პრობლემათა შორის, რომელთა გადაჭრა ფუნდამენტური მეცნიერული სიახლეების გარეშე შეუძლებელია (თავად ამგვარ სიახლეს მიეძღვნება მორიგი წერილი).

მსოფლიოს თანამდეროვე პრობლემების მთავარი წყაროა მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითეულ ერს (მეტ ნაკლები ასაკის ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობას), საზოგადოდ, მისი არსებობით დაინტერესებული არავინ მოეპოვება თავისივე თავის გარდა და ამდენად, თავის არსებობის გარანტად დედამიწაზე მოცემულ საარსებო (სასიცოცხლო და სამრეწველო) რესურსების სულ უფრო და უფრო მეტ წილზე კონტროლის დამყარებაა დასახული, საარსებო რესურსებზე საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და ამ რესურსებით სარგებლობაზე კონტროლით სხვა ერების გაძლიერების აღსაკვეთად. 

სხვაგვარდ რომ ვთქვათ, თანამედროვე ეტაპზე (და ასე იყო ისტორიის დასაბამიდან დღემდე) საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში გაბატონებულია „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია“ ანუ, შეუჩერებელი შეტევითი ქცევის სტრატეგია. ამ, იმპერიათა წარმომშობი სტრატეგიის გამოვლინებად შეიძლება დასახელდეს: მსოფლო პროლეტარული რევოლუციის ბოლშევიკური (ტროცკისტული) იდეა, ფაშიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი და, თვით, თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზმის სახელით ცნობილი ფენომენიც, რომელსაც მისი ხასითის გათვალისწინებით „ეკონომიკური მოდუსის გლობალიზმი“ უნდა ეწოდოს (ჩვენ მას ამ სახელით მოვიხსენიებთ): ეკონომიკური მოდუსის გლობალიზმი, როგორც თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების ინსტიტუტზე დამყარებულ ღირებულებათა სისტემის, ამერიკული კულტურის ნიმუშით და ამერიკელი ერის ძალით, მთელს მსოფლიოზე განფენისკენ მისწრაფება, სწორედ, მისი ამ მნიშვნელობის საფუძველზე აწყდება დღითიდღე მზარდ წინააღმდეგობას, სხვა ერთა თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებად.

საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის ასახვაა საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე პრაქტიკაში ორმაგი სტანდარტის სინდრომის, საბოტაჟის, დემოგრაფიული შეჯიბრის და ეთნოწმენდის, ომის, ტერორიზმის და ექსტრემიზმის სხვა ნაირსახეობების, ბიოსფეროს რესურსების უზომოდ ფლანგვის და ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობათა თუ უფრო მცირე საზოგადოებრივ ერთეულთა და თვით ცალკეულ პირთა ქცევის სხვა დესტრუქციული მოდუსების საყოველთაო ნორმად ქცეულობა. ამ, აგრესიული (შეუჩერებელი შეტევითი ქცევის) სტრატეგიის კარნახით სახელმწიფოთა თუ სხვა საზოგადოებრივ ერთეულთა შეკავშირება, მხოლოდ, საერთო მტრის პირისპირ და მხოლოდ დროებით ხდება შესაძლებელი. ამის მაგალითია დასავლეთ ევროპისა და ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ერთიანობაში განხეთქილების განვითარების პროცესი, რაც საბჭოთა კავშირის დაშლით, მათი საერთო საფრთხის მოხსნამ (შეურიგებელი იდეური ანტაგონიზმის გაუქმებამ) განაპირობა.

თანამედროვე მსოფლიოში, ამერიკელმა ერმა მიაღწია ისეთ მდგომარეობას, რომელიც, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიით საბოლოო გამარჯვების (ადამიანისთვის ხელმისაწვდომ საარსებო რესურსების უდიდესი ნაწილის ერთი ერის კონტროლქვეშ მოქცევის) მდგომარეობასთან მიახლოებად მოიაზრება. ამ შეფასებას იზიარებენ როგორც ამერიკული (აშშ-ს) ფინანსურ-პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, ასევე, თანამედროვე გლობალისტური მოძრაობის ინიციატორებიც და მოწინააღმდეგეებიც მთელს მსოფლიოში. 

ამერიკის სტატუსის ამგვარი შეფასება, აღნიშნული სტრატეგიის კარნახით, თანამედროვე გლობალიზმისთვის სადღეისო ამოცანად სახავს აზიის მთელს სივრცეზე ამერიკის კონტროლის დამყარებას. საამისოდ საუკეთესო საშუალებაა “დიდი თურანის იდეის” (თურქულენოვანი სამყაროს კონსოლიდაციის პროცესის) რეაქტუალიზაცია, როგორც ირანულ და არაბულ სამყაროთა წინააღმდეგ მიმართული და ანტიამერიკული ისლამური ფრონტის ერთიანობის ჩამშლელი გეოპოლიტიკური ფაქტორი, რომელის გამოყენებაც შეიძლება, ამასთანავე, როგორც რუსეთის შინაგანი დესტაბილიზაციისთვის, ასევე, უიღურული სეპარატიზმის გათვალისწინებით, გამომფიტავ კონფლიქტში ჩინეთის ჩათრევისთვის. ამ პოტენციის აქტუალიზაციისთვის აუცილებელია მცირეაზიასა და შუააზიას შორის თავისუფალი სატრანზიტო დერეფნის გახსნა, რაც მიღწევადია საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევით („სინგაპურიზაციით“). სწორედ, ეს არის, ისტორიის მიმდინარე ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფოზე გარეგანი ძალების ზემოქმედების საზრისის განმსაზღვრელი გარემოება. 

ამ პროექტის რეალიზაციაში ამერიკის პოლიტიკის მესვეურებმა, გარკვეულწილად, რუსეთის ჩათრევაც მოახერხეს, როგორც ეს საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი მოვლენების ინიცირებაში რუსეთის და ამერიკის თანამშრომლობამ აჩვენა. ამის საფუძვლად, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გამოავლინა, გამოყენებულ იქნა ამერიკის მიერ, საქართველოს სტრატეგიული რესურსებისა და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების პირველადი შესყიდვის ექსკლუზიური უფლების, ფაქტობრივად, რუსეთისთვის მინიჭება (ამერიკა ხაზგასმით იკავებს თავს საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური ობიექტების შესყიდვისგან, ყველა მნიშვნელოვან ობიექტს რუსეთი ეუფლება). ამით აიხსნება აჭარის იოლად „დათმობა“ რუსეთის მიერ. 

ამერიკული პოლიტიკის მესვეურები დარწმუნებულნი არიან „ამერიკული“ ღირებულებათა სისტემის („ამერიკანიზმის“) უპირატესობაში და, ამდენად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქართველოს ამგვარად „დათმობით“, ისინი იმედოვნებენ, აქ, ამ ღირებულებათა სისტემის თვითონ რუსეთზე და წინააზია-შუააზიაზე გასავრცელებლად პლაცდარმის ჩამოყალიბებას, ჩინური გავლენის ზრდისგან აზიის სივრცის დაცვისა და მისი დასაკუთრებისთვის წინაპირობების მოსამზადებლად. 

რუსეთ-ამერიკის საეტაპო „გარიგების“ არსებობის ფაქტი გამოამჟღავნა საქართველოს „რევოლუციური“ ხელისუფლების პარიტეტის პრინციპზე დაფუძნებულობის ფაქტმაც – პრემიერ-მინისტრ ჟვანიას გუნდი, როგორც რუსეთის ინტერესების ლობი, და პრეზიდენტ საკაშვილის გუნდი, როგორც ამერიკის ინტერესების ლობი, თანაბრად ინაწილებდნენ გავლენის ბერკეტებს რუსეთ-ამერიკის შეთანხმების შესაბამისად (შევნიშნავთ, რომ ლობის ინსტიტუტი ამერიკული პოლიტიკური სისტემის ელემენტია, ამდენად ხელისუფალთა გუნდის ასე დანაწევრება ამერიკულ ღირებულებათა სისტემისთვის დამახასიათებელი მომენტია და საქართველოს „სინგაპურიზაციის“ პროგრამას არ ეწინააღმდეგება. ასე რომ პრემიერმინისტრი ჟვანია, მისი აღნიშნული სტატუსის გათვალისწინებით, მაინც დასახელებული გლობალისტური პროგრამის მონაწილედ რჩებოდა). 

გლობალისტების ამ პროგრამის რეალიზაციაში მონაწილეობა რუსეთმა პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესის მხარდაჭერით დაიწყო. ხელისუფლების ცვლისთვის ქართული საზოგადოების განწყობა 1998 წლიდან შეთანხმებულად მოქმედი დასახელებული გარეგანი ძალებითა და საქართველოს შიგნით არსებული მათი გავლენის ჯგუფებით ორგანიზებულ, სრული სტაგნაციის კამპანიის შედეგად მოხერხდა. ფაქტობრივად ეს იყო საქართველოს მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტის (თუმცა კი მეტად შევიწროებულის, მაგრამ – მაინც სუბიექტის) სტატუსიდან მსოფლიო პოლიტიკის ობიექტის (თუმცა კი მეტად აქტუალურის, მაგრამ – მაინც ობიექტის) სტატუსში ჩამოქვეითება. პრეზიდენტ შევარდნაძისეული დროის მოგების სტრატეგია, რისი პროდუქტიც საქართველოს შიგნით კონფლიქტების კონსერვაცია, ბაქო-თბილისი-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების პროექტების რეალიზაცია იყო და ამერიკა-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტის აქტუალიზაციის რესურსს ქმნიდა, საქართველოს გლობალური პოლიტიკის სუბიექტის სტატუსში პოზიციების განმტკიცებას უქადდა, სწორედ, ამან უბიძგა, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის კარნახით მოქმედ, რუსეთისა და ამერიკის სახელმწიფოთა მესვეურებს მოენახათ საერთო პოზიცია საქართველოს მიმართ.

საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებში, ამერიკა-რუსეთის ეს შეთანხმება, მხოლოდ, საეტაპო შეთანხმება შეიძლებოდა ყოფილიყო და, მართლაც, რუსეთი, ისე როგორც ამერიკა, აგრძელებს მისთვის სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლის მცდელობას. რუსეთის მესვეურთა მიერ საქართველოს სატრანზიტო პოტენციის აქტუალიზაციასთან დაკავშირებულ, რუსეთისთვის საარსებო საფრთხის სწორად შეფასების ასახვაა კავკასიისა და შუააზიის ქვეყნებში დიქტატურების, როგორც ანტიპანთურქისტული ფაქტორის, ჩამოყალიბების ტენდენციების ხელშემწყობია რუსეთის მიერ. მის მიმართ განხორციელებული, აღნიშნული, დათმობების წყალობით, რუსეთი თანდათან იმტკიცებს პოზიციებს საქართველოშიც, აქ თავისუფალი ეკონომიკური სივრცის ფორმირებას კი, კვლავაც ეწინააღმდეგება. 

მაგრამ, რაც უფრო ცხადი ხდება რუსეთის გავლენის ზრდის შედეგად საქართველოს სივრცის მის მიერ ცალმხრივად გაკონტროლების (ანუ აღნიშნული სტრატეგიული მიზნებისთვის გამოსაყენებლად საქართველოს გავლით ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის ამოქმედების არდაშვების) შესაძლებლობა, მით უფრო გამოიკვეთება თურქულენოვანი სამყაროს (დიდი თურანის იდეის მომხრე ძალების) არმენიის წინაშე დათმობებისთვის განწყობა, რაც ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის არმენიაზე გავლით გახსნის წინაპირობაა. იგულისხმება ყარაბაღზე არმენიის კონტროლის დაკანონება, მისი ტერიტორიის გავლით შუააზიასთან თურქეთის შეუზღუდველი კომუნიკაციის არხის ამოქმედების სანაცვლოდ. აზერბაიჯანი მისი დათმობის სანაცვლოდ მიიღებს პოლიტიკურ და ეკონმიკურ კომპენსაციას თურქული სამყაროს კონფედერაციის დედაქალაქად ბაქოს გადაქცევით (აზერბაიჯანმა XX საუკუნის ათიანი წლების ბოლოს გადადგა მზგავსი ნაბიჯი, თურქული სამყაროს ინტერესების სახელით, როდესაც თურქეთის დასახმარებლად საზღვარი გაუხსნა წითელ არმიას. მაშინ, კონპენსაციის სახით კავკასიის საკითხზე რუსეთ-თურქეთის შეთანხმების პირობის მიხედვით, მას გადაეცა ზაქათალის, ნახჭევანის და ყარაბაღის ოლქები).

მდგომარეობის სწორად შეფასებისთვის უნდა გავითვალისწინოთ ევროპის წამყვანი ქვეყნების ინტერესების გავლენაც. ევროპის წამყვანი ქვეყნების მესვეურები ტრანსკავკასიურ სატრანზიტო დერეფანს ენერგომატარებლების რუსეთის გვერდის ავლით მიღების გზად და, ამდენად, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმსაზღვრელ ფაქტორად განიხილავენ, რაც ევროპაზე ამერიკის გავლენის შემცირების პირობაცაა. არმენიის გავლით სატრანზიტო დერეფნის გახსნისთვის აუცილებელ, არმენიისა და თურქულენოვანი სამყაროს ურთიერთნდობის გარანტირება ევროკავშირს არ შეუძლია, საამისოდ აუცილებელია ნატოს, ანუ ამერიკის ჩარევა. ამდენად, ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის ეს ვარიანტი ევროპის წამყვან ქვეყნებს ამერიკის გავლენის ქვეშ (რუსეთ-ამერიკის პოტენციური გარიგების ობიექტის როლში) ტოვებს, რაც ამ ალტერნატივას ამერიკისთვის სასარგებლოდ, ევროკავშირისთვის კი, მეტად საზიანოდ წარმოაჩენს. 

ამით შეიძლება ავხსნათ საფრანგეთის და გერმანიის გამოსვლა ნატოში (ევროპაზე ამერიკის გავლენის გამტარებელ ინსტიტუტში) საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ და, ევროგაერთიანების წარმომადგენლის სტატუსში, საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის აქტიურობა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შესაჩერებლად (ანუ ამერიკისა და რუსეთის კონტროლისგან თავისუფალი ტრანსკავკასიური დერეფნის საქართველოს გავლით გახსნის შესაძლებლობის აღკვეთის ასაცილებლად). ამდენად, ლოგიკურია, რომ, როგორც პრეზიდენტ სარკოზის განცხადებამ (რომლის მიხედვითაც ამერიკის პრეზიდენტმა, ბუშმა სცადა საქართველოში მისი მისიის ჩაშლა) ცხადყო, პრეზიდენტ ბუშის გუნდმა, უკანასკნელ ჟამს, უპირატესობა ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის არმენიის გავლით გახსნის ალტერნატივას მიანიჭა. ის ფაქტი, რომ, შექმნილ ვითარებაში, რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია ამერიკის სტრატეგიული მიზნებისთვის ხელსაყრელი იყო, გვკარნახობს, მიუხედავად ამერიკელ დიპლომატთა საჯარო განცხადებებისა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაპირისპირებულ მხარეებზე, სწორედ, ამერიკის ფარული ზემოქმედებით პროვოცირებულ მოვლენად მივიჩნიოთ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები დღეს რუსეთ-ამერიკის ახალი საეტაპო შეთანხმების აქტუალიზატორიც შეიძლება აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ამერიკისთვის მისაღებია ტრანსკავკასიური დერეფნის და თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფასადაც. ამერიკის მესვეურთა გარკვეულ წრეში გავრცელებული სჩანს აზრი, რომ ამიერკავკასიაში, მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილების სახით, უშუალოდ მიმდებარე პლაცდარმის მიღებით რუსეთმა დაკარგა მეტის მოთხოვნის გამართლება და მორალური უფლება და, რომ ის შეწყვეტს წინააღმდეგობას საქართველოს დანარჩენი სივრცის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევის პროექტების რეალიზაციისადმი. მით უმეტეს, რომ საქართველოში სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების პირველადი შესყიდვის ექსკლუზივი რუსეთს, ფაქტობრივად, დღესაც შენარჩუნებული აქვს. 

2008 წლის ომის გაჩაღებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ რუსეთის აგრესორად წარმოჩენით ამერიკის რესპუბლიკური პარტია იმედოვნებდა საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენას. ამ მოლოდინმა გაამართლა, მაგრამ ევროგაერთიანების ჩარევით რუსეთის ინტერვენციის დამუხრუჭებამ ხელი შეუშალა რესპუბლიკელების გაზრდილი რეიტინგის არჩევნებამდე შენარჩუნებას. დღეს, როგორც სჩანს, უკვე რუსეთის მესვეურებიც ხვდებიან არმენიაზე მათი კონტროლის შესანარჩუნებლად (არმენიისთვის არჩევანის აქტუალიზაციის არდასაშვებად), თურქულენოვან სამყაროში, საქართველოს გავლით თავისუფალი სატრანზიტო დერეფნის გახსნის შესაძლებლობის შესახებ წარმოდგენის შენარჩუნების აუცილებლობას, და თავს იკავებენ საქართველოს საკითხის ბოლომდე გადაწყვეტისგან. ამასთანავე, საქართველოს წინააღმდეგ პერიოდულად, ხანმოკლე და ლოკალური სადამსჯელო სამხედრო კამპანიების განხორციელებაც რუსეთის სტრატეგიული ამოცანების შესაბამისია.

უნდა აღინიშნოს, რომ, თუმცა, საქართველოს რუსეთის სრული კონტროლის არეში მოქცევა არმენიისთვის, ერთ მხრივ, ხელსაყრელია, როგორც არჩევანის მიმნიჭებელი ფაქტორი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის შემდეგ ის თვითონ შეიძლება გახდეს ამერიკა-თურქეთის და რუსეთის გავლენის არეებად დაყოფის ობიექტი, ანუ თვითონ აღმოჩნდეს საარსებო საფრთხის წინაშე. რის რეალურობასაც ადასტურებს უკრაინის მდგომარეობა და თვით ნატოს და ევროგაერთიანების წევრ, პოლონეთის ინტერესების რუსეთისა და გერმანიის ურთიერთგარიგების ობიექტად გადაქცევა (რაც პოლონეთს პროამერიკული ორიენტაციის გამამართლებელია და შეიძლება პრეზიდენტ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვის ამხსნელიც გამოდგეს). ამდენად, არმენიისთვის აუცილებელია მასზე რუსეთის გავლენის დესტრუქციულ ფაქტორად გადაქცევის შესაძლებლობის აღმკვეთი, დამცავი ბუფერი, რუსეთის გავლენისგან თავისუფალი საქართველოს სახით.

აღსანიშნავია, რომ ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის ფუნქციონირებისთვის საკმარისია საქართველოს სამხრეთი ზოლიც მესხეთ-ჯავახეთ-ქვემო ქართლის ხაზზე. ამ შემთხვევაში არმენიის და, ამდენად, ამერიკის მონაწილეობა ამ პროექტში არ იქნება საჭირო. ამით შეიძლება ავხსნათ ევროგაერთიანების ინიციატივები მესხეთ-ჯავახეთში მაჰმადიანთა ჩასახლების საკითხის (რეპატრიაციის პრობლემის მნიშვნელობით) აქტუალიზაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ქვემო ქართლში მაჰმადიანი მოსახლეობა, საამისოდ, საკმარისი წილითაა უკვე წარმოდგენილი. ამრიგად, საქართველოს შემდგომი დასუსტება და მისი დანაწევრების პროცესის სტაბილიზაცია რუსეთს კვლავ ახლ საფრთხეს უმზადებს. მით უმეტეს, რომ არმენიის და თურქულენოვანი სამყაროს მორიგების მცდელობა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიების ხარჯზეც სცადონ ევროგაერთიანების მესვეურებმა. ურთიერთგამომრიცხავ ინტერესთა ამ ქართული „გორდიას კვანძის“ გახსნის ლოგიკური შეუძლებლობა და, ამდენად, შეუძლებლობა მოვლენათა განვითარების პროგნოზირებისა აჩენს მზარდ შიშს რუსეთის მესვეურთა შორის, რაც, ატომური იარაღის პრევენციული გამოყენების შესახებ, ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში აისახა. 

2008 წლის აგვისტოს ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა გლობალისტური ინიციატივები საქართველოში, რასაც გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი. მაგრამ ეს შეფერხება დღეს დაძლეული ჩანს. ამას მიანიშნებს 2011 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ქალაქ ქუთაისში გადატანის შესახებ: ეს ფაქტი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად (ახალ სინგაპურად) საქართველოს და არმენიის ერთგვარი კონფედერაციული გაერთიანების ბაზაზე ჩამოყალიბების პროექტის ამოქმედების მაუწყებელია. იგულისხმება, რომ ქართველი ერის პოლიტიკური ცენტრის თბილისიდან სხვა ქალაქში გადატანით (რაც საქართველოს პარლამენტის ქალაქ ქუთაისში გადატანით უკვე დაწყებული პროცესია, გამოცხადდა, რომ აქვე განთავსდება სახელმწიფო კანცელარიაც), ქართველი ერი არმენიელი ერის მზგავს მიმართებაში აღმოჩნდება გლობალისტური პროექტის რეალიზაციის კავკასიური ეპიცენტრთან, თბილისის სახით, რომელიც, თავის მხრივ, განთავისუფლდება კონკრეტულ ერთან ასოცირებულობისგან. ეს შექმნის პირობებს იმისათვის, რომ აღნიშნული პროექტის ინიციირება გარეგან ფაქტორად მოევლინოს ქართველ და არმენიელ ერებს, მათს ეროვნულ პოლიტიკურ ცენტრებს, ქუთაისსა და ერევნს. მომავალში კი განზრახული ჩანს ახალი ფუნქციით აღჭურვილ თბილისის მეგაპოლის განკარგულებაში საქართველოს ცალკეული, ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პუნქტების გადაცემა, რისი მაგალითიცაა სამთო კურორტი გუდაური. ამას მოჰყვება მესტია, ბორჯომი, ფოთი, და ასე შემდეგ, ხოლო ბათუმსა და მთელს აჭარაზე ამ პრაქტიკის გავრცელება ამ პროცესს ახალ მასშტაბს შესძენს, რაც მის საქართველოს გარეთ გავრცელების წინაპირობაა. 

საამისო პრეცენდენტის შექმნის საფუძველი არსებობს ყარაბაღის საკითხში: ყარაბღის არმენიის უშუალო კონტროლიდან გამოყვანა და გლობალისტურ პროექტში მოქცევა მეტად სასარგებლოა არმენიისთვის (აცილებს მას უშუალო პასუხისმგებლობას) და, პრობლემის ორმხრივი ურთიერთობის სიბრტყიდან საერთაშორისო ურთიერთობათა სივრცეში გადატანით, აზერბაიჯანსაც უფრო ღირსეულ პოზიციაში აყენებს, თანაც უბიძგებს მას თბილისთან დაკავშირებულ გლობალისტურ პროექტში ჩართვისკენ, ინიციატივის ხელში ჩასაგდებად (რაც, თურქეთთან შეთანხმებული მოქმედების პირობით, არ სჩანს შეუძლებლი). 

ეს პრეცენდენტი გამოიწვევს ახალი ფუნქციით აღჭურვილ თბილისის მეგაპოლისის გავლენის დანარჩენ კავკასიაზე გავრცელების (სოხუმის, გროზნოს, მახაჩკალას, ნალჩიკის, ვლადიკავკაზის და სხვა ეროვნული ცენტრების მისი გავლენის ორბიტაში მოქცევის) ენერგიულ მცდელობებს, გლობალისტური პროექტის ფარგლებში. ამით ეს პროექტი რუსეთისთვის შეუნიღბავ საფრთხედ გამოჩნდება. მის გასანეიტრალებლად მას მოუხდება, ან თვითონაც ენერგიულად ჩაერთოს მასში (მაქსიმალურად ისარგებლოს ზემოთხსენებული ესკლუზივით და შეიქმნას უკანდახევისთვის მაქსიმალური რესურსი. არმენიის ეკნომიკის მნიშვნელოვანი სექტორი მას უკვე ხელში აქვს ჩაგდებული), ან ირანთან ერთად გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე და მთელს კავკასიაზე, რაც დიდი ომის გაჩაღების პერსპექტივას ქმნის. 

გლობალისტური პროექტის ამ ალტერნატიული კონკრეტულობით რეალიზაციაზე გადასვლა საქართველოში დემოგრაფიული სურათის ქართველი ერის საზიანოდ შეცვლის მცდელობას ვერ შეაჩერებს, რადგან საქართველო-არმენიის გარედან თავსმოხვეულ კონფედერაციაში ელექტორატის შემადგენლობა მაინც ვერ იქნება არჩევნების შედეგებზე ეროვნული ინტერესების ფაქტორის გავლენის არაარსებითობის უზრუნველმყოფელი. ასე რომ, ქართველი ერის მდგომარეობა პერსპექტივაში ოდნავადაც არ შემსუბუქდება. პირიქით ამ პროექტის წარმატებით რეალიზაცია იქნება მის მიერ საქართველოს აღმოსასვლეთ ნაწილის ფაქტობრივად დათმობის მომტანი, რამაც შეიძლება ქართული ეროვნული ძალები რუსეთ-ირანი კოალიციის მხარეს დააყენოს. 

მოვლენათა განვითარებას საკითხის ეს განხილვაც საკმარისია ცხადსაყოფად იმისა, რომ „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის“ იდეური დაძლევის გარეშე (რაც თანამედროვე მსოფლიოსთვისაც საარსებო აუცილებლობას წარმოადგენს) ვერ მოხერხდება საქართველოზე მისი გავლენის მამუხრუჭებელი გარეგანი (ამერიკის, ევროკავშირის, რუსეთის, თურქეთის) გავლენის წნეხის მოხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ შესაძლებლობას საქართველოს რესურსები და აქტივები გამოვიყენოთ ქართველი ერის სტრატეგიული განვითარებისთვის. 

ამ წერილში ავტორის მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული ტენდენციები ობიექტურ გარემოებების ამსახველია და მათი დამანგრეველი გავლენის შეჩერებაც მხოლოდ ახალი, აქამდე შეუმჩნევლად დარჩენილი გარემოების ძალით თუ მოხერხდება (ყველაფერ აქამდე შემჩნეულს მოქმედი სტრატეგიები სრულად ითვალისწინებენ). 

ამგვარი ახალი ფაქტორის აღმოჩენის შესაძლებლობა მოგვცა დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის“ განვითრებაის შედეგად ჩამოყალიბებულმა „ფსიქიკურ სტიქიათა თეორიამ“ (რომელიც ავტორის მიმდინარე სადოქტორო პროგრამის საფუძველია). ქართული ფსიქოლოგიის სამეცნიერო სკოლის ეს ახალი პროდუქტი გვაძლევს კატეგორიული იმპერატივის ღირებულების მქონე „მსოფლო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამას“, რომლის გარეშე ვერც ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემა (თუნდაც გარემოს დაცვის სფეროში) ვერ გადაიჭრება. ეს გარემოება გვაძლევს იმედს, რომ ქართული საზოგადოება აქტიურად გამოეხმაურება პრიორიტეტების შეცვლისკენ მოწოდებას: დევიზი - „შევცვალოთ საქართველოსადმი გარე სამყაროს დამოკიდებულება და დავიბრუნოთ ქვეყანა“ ნაცვლად დევიზისა - „დავიბრუნოთ ქვეყანა და შევცვალოთ გარე სამყაროს მხრიდან მისადმი დამოკიდებულება“. ჩვენი ბრძოლის წარმატების პირობაა მსოფლიო პოლიტიკური ელიტისთვის „მსოფლო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამის“ და მისი თეორიული საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მომდევნო წერილი ამ მეცნიერული სიახლის გადმოცემას მიეძღვნება.

ქართული სამეცნიერო სკოლის ახალი პროდუქტი, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე ჩამოყალიბებული „ფსიქიკურ სტიქიათა თეორია“ საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის პრინციპების, ცივილიზაციის, როგორც თვითრეგულირებადი საზოგადოებრივი წარმონაქმნის არსებობის და სისტემური ქცევის კანონზომიერებების და ფუნქციური სტრუქტურის განმსაზღვრელია. ეს თეორიული აპარატი საშუალებას გვაძლევს ისტორიული მოვლენების ქაოსური სიმრავლის საფუძველში ცივილიზაციური თვითრეგულირების რეაქციები, თვითრეგულირების პროცესები ამოვიცნოთ, მივაღწიოთ გლობალურ პოლიტიკურ სტაბილიზაციის პრინციპების დადგენას და ავამოქმედოთ სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური კრიზისების გამომრიცხავი მექანიზმები, ანუ მივაღწიოთ მდგომარეობას, როდესაც კაცობრიობის განვითარების პოტენციურ შემფერხებლად მხოლოდ გეოლოგიური და კოსმოლოგიური ფაქტორები დარჩებიან (აღნიშნული თეორია, რომელიც ავტორის მიმდინარე სადოქტორო პროგრამის საფუძველია, გადმოცემულია ავტორის მიერ 2004 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში - „ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია“).

ემზარ ხვიჩია

22 სექტემბერი, 2011

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.