USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ემირ ბურჯანაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება
дата:  632

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

"სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე სამუშაოები გვაქვს დაწყებული. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რომელიც მთლიანად განახლდება. მომავალი წლისთვის სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მონაკვეთი გარდაბნის გზატკეცილს ახალი ასფალტით დაუკავშირდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოსკოვის გამზირიც განიტვირთოს. სამუშაოების შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ იქნება ჩატანილი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით, საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება ეთილმოწყობილი და ადაპტირებული შშმ პირთათვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 600 გრძივ მეტრზე ხორციელდება. ქუჩაზე კომპანია GWP-ს მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელიც 1300 გრძივ მეტრზე უკვე დასრულებულია. ასევე, დაგეგმილია გაზმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია და საჰაერო სადენების მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსება, ახალი გარე განათების ქსელის მოეწყობა LED სანათებით.

ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები და უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოეწყობა ახალი მოსაცდელები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოები 2025 წლის აპრილში დასრულდება.

პროექტის მიმდინარეობას დღეს მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნენ.
 
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати