გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სარკინიგზო კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს.
"გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი მშვიდობიან დილას გისურვებთ ჩვენი დიპლომატიური მატარებლიდან", - იუწყება კომპანიამ Telegram-ზე.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დაანონსდა. აღსანიშნავია, რომ ხვალ ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაცია უნდა გასცეს.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.