USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ემანუელ მაკრონი - ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი
дата:  479

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა, რათა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მისი მეორე ვადა არ იქნება პირველის გაგრძელება.

„ეს ახალი ერა არ იქნება იმ ხუთწლიანი ვადის გაგრძელება, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არამედ ახალი მეთოდის კოლექტიური გამოგონება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის უკეთესი სამსახურისთვის მომავალი 5 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა მაკრონმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.

„ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრა მემარჯვენეების იდეების დასაბლოკად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ვიცი, რომ ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას მაკისრებს,“- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მან მიმართა იმ მოქალაქეებს, ვინც ხმა ლე პენს მისცა და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტმა, უნდა მოძებნოს პასუხი „ბრაზსა და უთანხმოებაზე“, რამაც აიძულა ისინი ხმა ულტრამემარჯვენეებისთვის მიეცათ.

ცნობისათვის, გუშინ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა ხმათა 58.55%-ით გაიმარჯვა, მისმა მეტოქემ, “ულტრამემარჯვენე” მარინ ლე პენმა კი ამომრჩევლების ხმების 41.45% მიიღო.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати