USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
ემანუელ მაკრონი - საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს
дата:  761

საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს.

„რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა, რომლის განცხადების თარგმანსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати