USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ემანუელ მაკრონი - რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა „განადგურდეს“
дата:  477

საფრანგეთს სურს, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში, მაგრამ არ სურს მისი „განადგურება“, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-ს განუცხადა.

“მე არ ვფიქრობ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა განვიზრახოთ რუსეთის ტოტალური დამარცხება, საკუთარ მიწაზე რუსეთზე თავდასხმა... ამ დამკვირვებლებს, უმთავრესად, რუსეთის განადგურება სურთ. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც არასდროს იქნება ჩვენი პოზიცია”, - აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, პარასკევს, მაკრონმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერონ.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати