USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ემანუელ მაკრონი - ევროპამ და აშშ-მა ვაქცინების მარაგების 5% განვითარებადი ქვეყნებისთვის სასწრაფოდ უნდა გამოყონ
Date:  431

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ და აშშ-მა ვაქცინების მარაგების 5% განვითარებადი ქვეყნებისთვის სასწრაფოდ უნდა გამოყონ.

„მდიდარ ქვეყნებში ასობით მილიონი ვაქცინა კეთდება, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაცია არ დაწყებულა. ეს გლობალურ უთანასწორობას უპრეცედენტოდ ზრდის და პოლიტიკურად არამდგრად ვითარებას იწვევს, რადგან გზას უხსნის ვაქცინებზე გავლენის ომს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინების მწარმოებელმა ფარმაცევტულმა ჯგუფებმა ტექნოლოგიები საზღვარგარეთ უნდა გადაიტანონ, რათა ვაქცინების გლობალური წარმოება დაჩქარდეს.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზაზე ან მილიარდობით ევროზე. საუბარია ჩვენ ხელთ არსებული ვაქცინების დოზების 4-5%-ის გამოყოფაზე. ეს არ შეცვლის ჩვენი ვაქცინაციის კამპანიას, მაგრამ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოყოს დოზების მცირე რაოდენობა“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა

tbilisi
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

See all
Survey
By the way