USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება
дата:  486

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.

Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტმა შებს ალომმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია ტურის ფარგლებში იმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. ჟურნალისტმა დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა.

„საქართველოში არასდროს ვიყავი ნამყოფი, ამ ტურით აღფრთოვანებული დავრჩი, თბილისიდან ქუთაისსა და წყალტუბოში მცირე ხნით მოგზაურობის შემდეგ ძალიან სასიამოვნო გამოცდილება მივიღე, რომელსაც არ ველოდი. საქართველო საოცრად მომხიბვლელია“, - წერს Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტი.

სტატიის ავტორი აღწერს საქართველოს გამაჯანსაღებელ კურორტებს, ველნეს პროცედურებს, წყალტუბოს სპა ცენტრებს, სადაც უძველესი, ბუნებრივი მინერალური და თიხის საშუალებები გამოიყენება. როგორც შებს ალომი აღნიშნავს, საქართველოს ველნეს კურორტებზე პროცედურები ეფექტურია და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ხელმისაწვდომია.

„ველნეს ცენტრების მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკიდან დაწყებული, თბილისის უძველესი გოგირდის აბანოებით გაგრძელებული და წყალტუბოს ცენტრებით დამთავრებული საქართველო საოცარი გამაჯანსაღებელი მიმართულებაა, რომელიც კონკურენციას უწევს ევროპულს“, - წერს შებს ალომი.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати