კოსმოსში გაფრენის შემდეგ, იური გაგარინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზეპოპულარული ადამიანი და სასურველი სტუმარი გახდა, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ! 1961 წლის 11 ივლისს იგი დიდ ბრიტანეთშიც მიიწვიეს, თუმცა არა სამეფო კარმა, არამედ მეტალურგთა პროფკავშირებმა.
ეს ამბავი მოედო მთელს ბრიტანეთს, გაგარინის დასახვედრად გამოსულმა ადამიანებმა 20 კილომეტრიანი გზა აეროპორტიდან საბჭოთა საელჩომდე, გადაავსეს და მხურვალედ ესალმებოდნენ კოსმოსში პირველ გამსვლელ ადამიანს .
გაგარინი შეხვდა მანჩესტერელ მეტალურგებს, შემდეგ სამეცნიერო წრეებს, მასწავლებლებს, მსუბუქ მრეწველობაში დასაქმებულებს, ასევე სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს და საწარმოებსაც ესტუმრა. ადგილობრივი მედია მოხიბლული იყო საბჭოთა კოსმონავტის უშუალობით და ნიჭით, დაემყარებინა ძალიან თბილი კონტაქტი ნებისმიერ ადამიანთან.
სამეფო კარმა სასწრაფოდ გადაწყვიტა გაგარინისთვის აუდიენცია დაენიშნა. შედგა სპეცპროტოკოლი, განრიგი და სადილი დედოფალთან ერთად. გაგარინს რომ ეს შეატყობინეს, მან დაღლილობის მიუხედავად გაიღიმა და თქვა: „რახან საჭიროა, ვესტუმრებით“.
საინტერესოა, რომ იქამდე, თითქმის 200 წლის მანძილზე გაწერილი საპატიო სტუმრის მიღების ცერემონია, წვრილმანებამდე იყო გაწერილი და არასოდეს არ დრღვეულა, გაგარინის ვიზიტისას კი ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა.
იმდენად დიდი იყო პირველი კოსმონავტისადმი ინტერესი, რომ სასახლის მომსახურე პერსონალს პროტოკოლის დარღვევით, უფლება მისცეს კიბეების აქეთ-იქეთ დამდგარიყვნენ და მისალმებოდნენ სტუმარს.
დედოფალთან ასევე პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური საუბარი, სულ რამდენიმე წუთში დასრულდა, რადგან იური ძალიან უბრალოდ, გულღიად და მახვილგონივრულად საუბრობდა, რამაც ყოველგვარი საზღვრები და ეტიკეტები მოშალა. შესაბამისად დედოფალმა სასადილო მაგიდასთან დასხდომისას, თავად დაარღვია განაწესი და საბჭოთა კოსმონავტი გვერდით მოისვა, პრინცი ფილიპი კი საპირისპირო მხარეს დაჯდა. გაგარინისთვის რა თქმა უნდა უცხო იყო სამეფო სუფრის სერვირება, თავისი ნაირნაირი თეფშებით, თუ დანა-ჩანგალ-კოვზებით. ამიტომ სალათის გადაღებისას განაცხადა: „მოდით რუსულად ვჭამოთ ?!“ და უბრალოდ კოვზი დაიხმარა. დედოფალმა ამაზე გაიღიმა და სადილზე დამსწრეთ მიმართა: „ბატონებო, მოდით გაგარინისეულად ვჭამოთ“ !
მიღების დასრულების შემდეგ დედოფალმა კიდევ ერთხელ დარღვია პროტოკოლი და გაგარინთან ერთად ფოტოც გადაიღო. გაოცებულ დამსწრეთ კი უთხრა, რომ: „სასახლის პროტოკოლი მიწიერი ადამიანებისთვის მოქმედებს, გაგარინი კი ზეციური ადამიანია, ამიტომ აქ არაფერი არ დარღვეულა“.
ვიზიტი დიდ ბრიტანეთში მთელი კვირა გაგრძელდა და სადაც არ უნდა ჩასულიყო იური გაგარინი, მას აღფრთოვანებული ხალხის მასები ხვდებოდა. მისი ვოიაჟის ამსახველი მასალები იბეჭდებოდა პრესაში, რომლებსაც მკითხველები მაშინვე იტაცებდნენ.
„დეილი მაილი“ - „ძვირფასო იური, გვაპატიე ჩვენი პროტოკოლი ! თუმცა, ჩვენ აქამდე არასოდეს დავხვედრივართ ადამიანს კოსმოსიდან“
„დეილი მირორი“ - „რა პროტოკოლი ? რის ეტიკეტი ? დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქე უსაზღვროდ ბედნიერი იქნება, თუკი დედოფალი იური გაგარინს რაინდის წოდებას მიანიჭებს“.
და ბოლოს გაგარინით მოხიბლულმა ელიზაბეტ მეორემ სსრკ-ს მაშინდელ პირველ პირს ნიკიტა ხრუშჩოვს ასთი შეტყობინება გაუგზავნა: „მისტერ ხრუშჩოვ, ჩვენ კიდევ წარმოვიდგენთ, თუ როგორ შეძელით კოსმოსში გასაფრენი რაკეტის შექმნა, მაგრამ სად იპოვნეთ ასეთი მომხიბვლელი მამაკაცი-კოსმონავტი ?“