USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ დააკავა
 2170

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში დააკავა.

ფრანგული მედიის თანახმად, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

ოფიციალური პირების განცხადებით, 39 წლის დუროვის პოპულარულ შეტყობინებების აპლიკაციასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, საფრანგეთში რუსეთის საელჩო „დაუყოვნებელ ნაბიჯებს“ დგამს სიტუაციის გასარკვევად.

Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი თქვა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე, მაგრამ აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.

დუროვმა Telegram-ი 2013 წელს დააარსა. მან რუსეთი 2014 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც უარი თქვა მთავრობის მოთხოვნების შესრულებაზე ოპოზიციური თემების დახურვის შესახებ თავის სოციალურ მედია პლატფორმა VKontakte-ზე, რომელიც გაყიდა.

დუროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ის 2021 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეა. ფრანგული მედიის თანახმად, მას არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობაც აქვს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати