USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Tbilisi
ეკონომიკის სამინისტრო - იანვარ-ივლისში ექსპორტი რეკორდულ ოდენობას გაუტოლდა
Date:  635

დღეს, საქსტატმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იკლო, რაც როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირებას უკავშირდება, ხოლო 7 თვის ჯამური მონაცემებით ზრდა ფიქსირდება.

უფრო დეტალურად, ოფიციალური სტატისტიკით, გასულ თვეში სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 73 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8%-იანი კლებაა. აქედან იმპორტი 1 მილიარდ 464 მილიონი აშშ დოლარი იყო (წლიურად 6.7%-ით ნაკლები), ხოლო ექსპორტმა 609.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიურად 11%-ით ნაკლები). რაც შეეხება 7 თვის მონაცემებს, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ 14 მილიარდ 154 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 მილიარდ 844 მილიონი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 8.9%-ით), ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 310 მილიონი აშშ დოლარი (გაიზარდა 10.8%-ით).

აღნიშნული სტატისტიკის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ იანვარ-ივლისში ექსპორტი რეკორდულ ოდენობას გაუტოლდა, გასული თვის მონაცემები კი მოყვანილი არაა. უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზს უცვლელად გთავაზობთ:

"2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 8.9%-ით გაიზარდა და რეკორდულ ოდენობას 3,843.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-ივლისში იმპორტი 10.8%-ით გაიზარდა და 10,310.1 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. იმპორტი 2025 წლის ივლისში 6.7%-ით შემცირდა და 1,464.0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა 14,153.9 მილიონ აშშ. დოლარამდე, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა. 2025 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,073.1 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way