USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
ეკონომიკის მინისტრი მიესალმება კომპანიების გადაწყვეტილებას, თუ ისინი აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებენ
Date:  928

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს არ განიხილავს, თუმცა მიესალმება კომპანიების გადაწყვეტილებას, თუ ისინი აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებენ.

ასე გამოეხმაურა მინისტრი გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ქოქიაშვილის ინიციატივას. ის ამბობს, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ძალიან მალე ყველას მოუწევს მიხვედრა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რესტორნებმა - „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“, „კაფე ლეილა“, იმ ფონზე, როცა ასეთი სისწრაფით იზრდება კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში.

„საქართველოს მთავრობა, მოგიწოდებთ სწრაფად მიიღოთ რეგულაცია ჩვენს სექტორთან დაკავშირებით. საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი სახეზეა. კვების დაწესებულებებში PCR-ტესტის ან კოვიდპასპორტის საფუძველზე შეშვება ყველანაირ დისკრიმინაციას გამორიცხავს და ზრდის მომხმარებლის ნდობას, უსაფრთხოების შეგრძნებას და სარესტორნე ბიზნესის სტაბილურობას”, - აცხადებდა გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ბიზნესიდან წამოსული ამ ინიციატივის პასუხად კი ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს:

“მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიჰყვება ე.წ ირიბი იძულების მეთოდების შემოღებას. რესტორნებეში, სასტუმროებსა და შოპინგ მოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან. თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, 60%-70%-ია და ეს შედარებით უმტკივნეულოდ ხდება იქ. ჯერჯერობით იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა პირადად მე მივესალმები ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ ე.წ მწვანე სტატუსის მატარებელი. საკუთარი გადაწყვეტილებით, უფლება აქვთ ობიექტის შიგნით გარკვეული რეგულაციები შემოიღონ. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ განვიხილავთ."

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way