USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Tbilisi
ეკონომიკის მინისტრი - საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა, მაგრამ არ არის გაუქმებული - რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ვფიქრობ, „დედლაინებში“ ჩავჯდებით
Date:  294

მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებმა შეიძლება გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე იმოქმედა - რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ვფიქრობ, დედლაინებში ჩავჯდებით , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

„ბუნებრივია, აქაც ძალიან პირდაპირ ვიტყვი, რომ როდესაც ბიზნესები საუბრობენ, დღევანდელ მოვლენებს აფასებენ, საუბრობენ იმაზე, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა. რაც ინფორმაცია მაქვს, ძალიან მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ პროცესებმა იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე. ოპტიმისტურად ვუყურებთ სურათს. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება და ამის ყველა წინაპირობა არსებობს, ეს საინვესტიციო გადაწყვეტილებები რეალიზდება და 2025 წელს ეს ნაწილიც ძალიან პოზიტიური იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულად ანაკლიის პროექტს, ის, როგორც იცით, კანონმდებლობის შესაბამისად მიდის. ეს არის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით გამოცხადებული კონკურსი. გვყავს 1 პრეტენდენტი კომპანია, რომელთანაც მიდის დაზუსტებებზე მუშაობა. დაზუსტებების მორიგი ფაზა უნდა დასრულდეს იანვრის ბოლოს. იცით, რომ ამ პროცესში ორი საერთაშორისო კონსულტანტი კომპანია გვყავს აყვანილი, მათ შორის 1 ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც ძირითადად შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობს. ისინი აფასებენ წინადადებას და შესაბამისად, ისინი აკეთებენ კითხვარსაც, რა უნდა დაზუსტდეს, რათა მიღებული წინადადება სრულად შესაბამისობაში იყოს თავდაპირველ საკონკურსო მოთხოვნებთან. ახლა ვართ წინადადების მიღების ეტაპზე. აქედან გამომდინარე, მორიგი ვადა მივეცით კომპანიას, უკვე გამოკვეთილი კითხვების დასაზუსტებლად, განახლებული წინადადების. ეს იყოს მე-2 თუ მე-3 დაზუსტება, რათა საბოლოოდ ისეთი ხარისხიანი წინადადება მივიღოთ, რაც საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება. ეს გვექნება იანვრის ბოლოს. ამავე დროს, იცით, რომ სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ჯერ კიდევ არჩევნებამდე გვქონდა პრეზენტაცია. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ალბათ უახლოეს ხანებში სამინისტრო გააკეთებს საზოგადოებისთვის საინფორმაციო რგოლს, თუ როგორ მიდის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ვფიქრობ, გეგმაზე უფრო სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, დედლაინებში ჩავჯდებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

tbilisi
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

 „რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

 მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way