USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
ეკონომიკის მინისტრი - „რიყის დოქების“ აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი
Date:  801

რაც შეეხება რიყის „დოქებს“, წინა აუქციონების შედეგად, ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, „რიყის დოქები“ უნდა გახდეს ტურისტული სანახაობა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს საგამოფენო სივრცეები, ღვინის მუზეუმი და ა.შ. მისი თქმით, „რიყის დოქების“ აუქციონის საწყისი ფასი, 10 მილიონი ლარი იქნება.

„მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ბევრისთვის არის ცნობილი, ეს არის რიყის ტერიტორიაზე „დოქები“, ჩვენ სააუქციონო პირობებში შევიტანეთ ცვლილებები, შესაბამისად, მთავრობის განკარგულება დასჭირდა ამას, მთავრობაზე ვიმსჯელეთ, იმიტომ, რომ წინა აუქციონების შედეგად, ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ჩვენ ინვესტორების დაინტერესება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც არსებობს დაინტერესებულ მხარეებთან, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად, ეს ობიექტიც გაცოცხლდება. ჩვენ აქაც გვინდა, რომ მომავალში, მორიგი მომავალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გავაჩინოთ. განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობა, ასევე ღვინის მუზეუმის მოწყობა. ეს არის გეგმა, რომელზეც საზოგადოებაში ხშირად იყო პოლემიკა. დიდი, მსხვილი, მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც იქნებოდა დაინტერესება. ვფიქრობ, რომ „დოქებში“ შეიძლება ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს. ამით მეტ ტურისტს მოვიზიდავთ, რომელიც დაინტერესებულია ხელოვნებით, ტექნოლოგიებით, ღვინის თემატიკით და ა.შ. „დოქების“ აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი და შემდგომში, პირობა არის, რომ მინიმუმ 20 მილიონ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს, შესაბამისად, აუქციონში მონაწილე მხარემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ჩვენ გვინდა, სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში, უნდა განხორციელდეს აუქციონის პირობითი განსაზღვრული ობიექტების რეალიზება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way