USD 2.7171
EUR 2.9516
RUB 2.7992
Тбилиси
ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
дата:  

მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში - თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა.

ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ - გიორგი ბუბუნაურმა. ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ - დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.

область
კოკოითი - "გამიხარდა ივანიშვილის განცხადება.... გვაქვს პრეტენზიები. გუდაური და თრუსო ჩვენი ტერიტორიებია"

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოსი დებისა და ძმებისთვის ბოდიშის მოხდაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებამ გაახარა. ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიებზე პრეტენზიები აქვს".

"გამიხარდა ივანიშვილის განცხადება, რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია", - განაცხადა კოკოითმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати