ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინის შემოტანის თარიღის გადაწევის მიუხედავად, პრეპარატის საქართველოში შემოტანის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„დღესდღეობით გვაქვს გაფორმებული 3 ხელშეკრულება: ნაწილი COVAX-პლატფორმასთან, ნაწილი პირდაპირ მწარმოებელთან. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს თარიღების დაზუსტება, ვინაიდან Pfizer-ის მხრიდან შეიქმნა გარკვეული შეფერხებები მოწოდებასთან დაკავშირებით და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოში ამ ეტაპისთვის არ არის შემოსული Pfizer-ის 30 ათასი ვაქცინა. თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
გუშინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა 1-2 კვირით გადაიწია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.