USD 2.7016
EUR 3.1522
RUB 3.5078
თბილისი
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული
თარიღი:  942

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინის შემოტანის თარიღის გადაწევის მიუხედავად, პრეპარატის საქართველოში შემოტანის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„დღესდღეობით გვაქვს გაფორმებული 3 ხელშეკრულება: ნაწილი COVAX-პლატფორმასთან, ნაწილი პირდაპირ მწარმოებელთან. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს თარიღების დაზუსტება, ვინაიდან Pfizer-ის მხრიდან შეიქმნა გარკვეული შეფერხებები მოწოდებასთან დაკავშირებით და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოში ამ ეტაპისთვის არ არის შემოსული Pfizer-ის 30 ათასი ვაქცინა. თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გუშინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა 1-2 კვირით გადაიწია.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის