USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ეკატერინე ტიკარაძე: სწავლის განახლების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორი კვირის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას
Date:  376

მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას, დაახლოებით 2 კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწავლის განახლებასთან დაკავშირებული მიდგომები აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდება.

„რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას, დაახლოებით 2 კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. შედეგებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, საბჭოს წარუდგენს არსებულ რისკებსა და შედეგებს, რის შემდეგაც საბჭო ერთობლივად იმსჯელებს სწავლის განახლებასთან მიმართებით, რა მიდგომები იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way