USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ეკატერინე ტიკარაძე - ვთვლი, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ოქროს შუალედი, როდესაც პასუხისმგებლობას თანაბრად და ძალიან სწორად ინაწილებს როგორც მთავრობა, ასევე ეკლესია და მოქალაქეები
Date:  385

ვთვლი, რომ ეს არის ის ოქროს შუალედი, როდესაც პასუხისმგებლობას თანაბრად და ძალიან სწორად ინაწილებს, როგორც მთავრობა, ასევე ეკლესია და ჩვენი მოქალაქეები , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფომ მიიღო ყველა ის ზომა, რომელიც უნდა გაეტარებინა სახელმწიფოს, „მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს მეორე მხარე, რომელიც უნდა იყოს თვითშეგნებული და გააჩნდეს საკუთარი როგორც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ასევე პასუხისმგებლობა მისი ახლობლების წინაშე“.

„ჩვენ რატომღაც ამ გადაწყვეტილებებში გვავიწყდება ჩვენი მოქალაქეები და მათი, როგორც მოქალაქეების პასუხისმგებლობა. ასევე, ის თვითშეგნება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნია. გვაქვს მუდმივად მოლოდინი, რომ მთავრობამ მუდმივად უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ ეს არის ის ოქროს შუალედი როდესაც პასუხისმგებლობას თანაბრად და ძალიან სწორად ინაწილებს როგორც მთავრობა, ასევე ეკლესია და ჩვენი მოქალაქეები. ეს არ გახლავთ მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პირველ რიგში არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა“ , - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა გაიაზრონ და გაითავისონ, რა სახის პრობლემის წინაშე დგანან ისინი.

ცნობისთვის, მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way