USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინის მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს, არ დამვიწყებია და არ დავაგვიანებ
дата:  592

მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც გავიკეთებ. არ დამვიწყებია, მიწევს უკვე და არ დავაგვიანებ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია და აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას.

„საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ასევე გასათვალისწინებელი ექიმების გადაღლილობა და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების.

ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати