USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ეკატერინე ტიკარაძე - "ომიკრონი" საქართველოში არ დაფიქსირებულა, თუმცა, ამის მოლოდინი არის
дата:  384

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოლოდინი არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" საქართველოშიც დადასტურდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, „ომიკრონი" საქართველოში არ დაფიქსირებულა.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოლოდინის რეჟიმშია, რომ „ომიკრონი" საქართველოშიც დადასტურდება. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, როგორც ოფიციალურ პირს, არ მაქვს უფლება დაუზუსტებელი ინფორმაცია ვთქვა. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს და შესაბამისად ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა ტიკარაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати