USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ეკატერინე ტიკარაძე - არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი
Date:  453

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტია. 

მინისტრის თქმით, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, დღეის მდგომარეობით არც ერთი პაციენტი ექიმების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.

"არის სერიოზული დეფიციტი საწოლფონდის. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალური მობილიზაცია იყოს საწოლფონდის. გარდა მობილიზაციისა, ასევე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ჩვენი ყველა სიპის დახმარებით თვითონ პაციენტების ნაკადების მართვაში და აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ექიმის ყურადღების გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება.

გასათვალისწინებელია, ასევე, ის კომპონენტი, რომ თითოეული რეგულაციის დაწყებიდან საშუალოდ 10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ასახვა ეპიდვითარების მდგომარეობაზე. საჭიროა, რომ დაველოდოთ ამ მოვლენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას და დაკვირვებას ეპიდსიტუაციაზე და საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ საბჭოს დამატებითი თხოვნით,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way