USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ეკატერინე ტიკარაძე - აპლიკაცია STOP COVID საშუალებას იძლევა, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე მოვახდინოთ ახლობლებისა და კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში
Date:  875

  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს აპლიკაცია STOP COVID-ის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან. მინისტრის თქმით, აპლიკაცია ავსტრიელ კოლეგებთან ერთად შეიქმნა. „ეს გახლავთ კოვიდის აპლიკაცია. ამ აპლიკაციას ყველა ველოდით. ჩვენს ავსტრიელ კოლეგებთან ერთად ძალიან რთულ ვითარებაში, მაგრამ მათი ძალიან დიდი მხარდაჭერით შევძელით, მოვახერხეთ და გავხადეთ შესაძლებელი, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩავრთეთ იმ გამოწვევაში, ერთად ბრძოლაში, რეალურად ჩვენთან ერთად ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია „კოვიდ 19“-ის ვირუსთან ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით. დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ „კოვიდის“ ინფექციის გავრცელების მხრივ“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული აპლიკაცია ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით არის შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. „აპლიკაციას საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა და კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ასევე ინფექციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც მნიშვნელოვანი არის „კოვიდ 19“-ის ინფექციასთან ბრძოლაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ავსტრიელ კოლეგებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ავსტრიელ კოლეგებს იმ გაწეული შრომისთვის და დახმარებისთვის, რომელიც მათ ჩვენთან გასწიეს და ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონოდათ ქართულ ენაზე და შეუფერხებლად მიეღოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის საჭირო, ასევე, ესარგებლათ ამ აპლიკაციის დადებითი შედეგებით. სულ რამდენიმე წუთში ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შევიდნენ stopcov.ge-ზე, ასევე ჩვენს საიტზე, ჩამოტვირთონ აპლიკაცია და მყისიერად ჩაერთონ უკვე ჩვენთან ერთად იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს არის კაცობრიობის და მსოფლიოს ძალიან დიდი გამოწვევა. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც გახდება ჩვენი გუნდისა და ჩვენი ჯგუფის წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე საქართველო შეძლებს იმ ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს, რომელიც ჩვენ ყველას უკვე ძალიან მოგვენატრა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, STOP COVID აპლიკაცია იძლევა საშუალებას, შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან. ამასთან, უკვე შექმნილია აპლიკაციის გამოყენების ვიდეოინსტრუქცია.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way