USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ეკატერინე ტიკარაძე : - ”დარჩი სახლში ნიშნავს დარჩი სახლში".
дата:  519

  ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები სახლში დარჩენის თაობაზე მითითებს არ დაემორჩილებიან, ხელისუფლება იძულებული გახდება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს. ამის შესახებ მინისტრმა ერთ ერთ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა. ასეთ შემთხვევაში კი მოქალაქეებს მხოლოდ ხელისუფლების მეთვალყურეობითა და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა.

  „ისევე, როგორც ეკლესიის შემთხვევაში, მრევლთან მიმართებით, ასევე დამსვენებლებთან მიმართებით, ვიტყვი ერთადერთს - დარჩი სახლში ნიშნავს დარჩი სახლში. ის, რომ შევქმენით ვირტუალური სამუშაო ადგილები, სადაც შეგვიძლია ონლაინ ვიმუშაოთ, ეს არის ხელშეწყობა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები სახლში დარჩნენ. ის, რომ ბავშვები დღეს სკოლაში არ დადიან, ეს იმისთვის შევქმენით, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ და სახლში დარჩნენ. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ გაზაფხულის შუა რიცხვებში აუცილებლად უნდა დავეხარბოთ მზის სხივებს, ვინაიდან ზაფხული მოდის, თუ გვინდა, რომ მზიანი და ბედნიერი ზაფხული გვქონდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სწორედ იმ კრიზისულ ფაზაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა დავრჩეთ სახლში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიდეთ გარეთ, თუ ეს აუცილებლად საჭიროა. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობითა და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა. ამ მესიჯშიც დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება და ტრაექტორია, რომელიც მათ გასავლელი ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати