USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ეკატერინე ტიკარაძე - 9 მაისისთვის კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 2 000 პაციენტი იქნება, ცუდი გამოსავლის შემთხვევაში გვეყოლება 4 000 -ზე მეტი
Date:  1222

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აქვთ გარკვეული გათვლები.

„საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება 4 000 - ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა, რომელიც დინამიკაში გაცილებით უფრო მძიმედ გამოიყურება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, ჩვენ უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და შესაბამისად ვმართოთ ყოელივე ეს უმკაცრესი ხელით“, - განაცხადა მინისტრმა.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way