USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ეკა ბესელია მაჟორიტარად კენჭს ერთ-ერთ რეგიონში იყრის
თარიღი:  816

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მაჟორიტარ დეპუტატად რეგიონში იყრის კენჭს. ამის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას „სამართლიანობისთვის“ რამდენიმე მაჟორიტარი ეყოლება.

„რეგიონში ვიყრი კენჭს და ეს იყო ჩემი კომპრომისი. თბილისში გაცილებით გამიადვილდებოდა, მაგრამ რთული გზით გადავწყვიტე სიარული. ეს თანდაყოლილი მაქვს, პოლიტიკაში სულ რთული გზით დავდივარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი იმიტომ, რომ კომპრომისი იყო, შეთანხმება შედგა თბილისში და არ მინდოდა ამ შეთანხმებაში ცუდი როლი მეთამაშა. ხვალ ოფიციალურად ვხსნით კამპანიას“, - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, იცნობს თუ არა იმ ოლქის ამომრჩევლების განწყობას, რომელშიც კენჭისყრას აპირებს, ბესელიამ განაცხადა, რომ შემთხვევით არაფერს აკეთებს.

„შემთხვევით არაფერს ვაკეთებთ. ყველაფერში მაქვს ჩემი მყარი, ფუნდამენტური ლოგიკა. რთული გზით რომ მივდივარ, ეს არ ნიშნავს, რომ გაუაზრებლად მივდივარ. ის იდეა, რის გამოც იმ გზას ვირჩევ, რთულია, მაგრამ იქ არის მყარი ლოგიკა“, - განაცხადა ბესელიამ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის