USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
ეკა ბესელია - კალაძეს არ მისცეს იმხელა ტრამპლინი, რამხელა ამბიციაც ჰქონდა
თარიღი:  1016

თუ კალაძემ პოლიტიკიდან წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ამბიცია, არასდროს არ იყო იმ მოცემულობის შესატყვისი, რასაც მას სთავაზობდნენ. მას არ ჰქონდა დიდი ტრამპლინი რამხელა ამბიციაც ჰქონდა, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

ბესელია გამორიცხავს, რომ კალაძემ დამოუკიდებლად იმოქმედოს.

„საკმაოდ რთული ეტაპია ყველასთვის, როგორც ქვეყნისთვის ასევე ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვისაც. ყველაზე დიდი გამოწვევა არის მმართველი პარტიის და ცალკეული ლიდერებისთვის, რომელთა ბმა „ოცნებასთან“ პრაქტიკულად განაპირობებს იმ დარჩენილ მხარდაჭერას თუ რეიტინგს, რაც მათ აქვთ. კალაძის გადაწყვეტილება ახლა იქნება ყველაზე კარგი ინდიკატორი რა ხდება მის ირგვლივ. ვფიქრობ, რომ იქედან გამომდინარე, რაც ვიცი და რასაც ვაკვირდებოდი ეს წლები, ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას რადიკალურად შეცვალოს მისი პოზიციონირება, არ გააკეთებს და ვერ გააკეთებს, მაგალითად, ოპოზიციაში წავიდეს ან გახდეს სხვა ჯგუფის ლიდერი. ასეთი კრიტიკული და სარისკო ნაბიჯების გადადგმას მე მისგან არ ველოდები. შეიძლება დაშვება გავაკეთო იმის, რომ საერთოდ წავიდეს.

თუ იფიქრა წასვლაზე, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ამბიცია ყოველთვის დიდი იყო, არასდროს არ იყო იმ მოცემულობის შესატყვისი, რასაც მას სთავაზობდნენ. მას არ ჰქონდა დიდი ტრამპლინი რამხელა ამბიციაც ჰქონდა. მაგალითისთვის, გამოდგება ბოლო გადაწყვეტილება, როდესაც პარტიის თავმჯდომარე გახდა კობახიძე და არა კალაძე, მიუხედავად იმისა, რომ კალაძეს უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობა ჰქონდა პარტიაში. კალაძეს მეტი ავტორიტეტი ჰქონდა შიგნით, არც შევადარებ კობახიძის ფაქტორს, მას შიგნით არანაირი წონა არ ჰქონდა. ეს გადაწყვეტილება მეტყველებდა იმაზე, რომ ივანიშვილი არ აძლევს მეტ ტრაპლინს და არეალს, ვიდრე მას აქვს, თუ კალაძე გადაწყვეტს წასვლას, შეიძლება ეს გახდეს საფუძველი. მე გამოვრიციხავ მისი მხრიდან დამოუკიდებელ სვლებს. ის გამბედაობა, რომელიც სჭირდება დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას, მე ამას არ ვუშვებ კალაძის შემთხვევაში“ , - განაცხადა ბესელიამ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის