USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილი ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) დაიკავა 29%-ით
თარიღი:  794
ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილი ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) დაიკავა 29%-ით. მას მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტია AfD ხმების 19.5%-ით.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზეა - 16%.
გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მწვანეთა პარტიამ ხმების 13.5% მიიღო.
 5%-იან ბარიერს ლახავს ულტრამემარცხენე პარტია Die Linke - 8.5%. გარდა ამისა, ბარიერის ზღვარზე არიან პრო-რუსული, პოპულისტური პარტია "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" - 4.7% და ლიბერალური პარტია "თავისუფალი დემოკრატები" - 4.9%.
არჩევნების შემდეგ კოალიციის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რამდენი პარტია შეძლებს ბუნდესტაგში შესვლას და 5%-იანი ბარიერის გადალახვას. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ბარიერის ზღვარზეა ორი პარტია - მემარცხენე-პოპულისტური, ევროსკეპტიკური "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" და ლიბერალური FDP. ამ პარტიების პარლამენტში შესვლა გაართულებს 2 პარტიის მიერ სამთავრობო კოალიციის შექმნას.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის