ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალი სახალხო ფრონტი“ იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია - 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ - 132-152 ადგილს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67.5% შეადგინა.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.
მანამდე BBC-ი წერდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი 217-მა კანდიდატმა განაცხადა, მათ შორის 130-მა „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა და 81-მა კანდიდატმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსიდან. ამ ნაბიჯმა მკვეთრად შეცვალა არჩევნების ბალანსი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.