USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
“Deep State”-ის არსებობის "ოცნების” ამომრჩეველთა თითქმის ნახევარს სჯერა - ISSA-ის კვლევა
თარიღი:  596

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პროევროპულ ოპოზიციურ ამომრჩეველთა 75% არ იზიარებს წარმოდგენას, რომ პროცესებს გლობალურად კოორდინაციას უწევს ე.წ. „დიფ სთეითი“ ან „გლობალური ომის პარტია“.

თბილისის მასშტაბით მონაცემები ასეთია: გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ მსგავსი სტრუქტურები არ არსებობს, ქვეყნის მასშტაბით კი ამ პოზიციას იზიარებს 53%.

ამ ფონზე განსხვავებული სურათია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში: კვლევის მიხედვით, 49%-ს სჯერა, რომ ე.წ. „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ რეალურად არსებობს და გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკაზე. მხოლოდ 22% ამბობს, რომ ამ იდეებს არ ეთანხმება.

კვლევის ავტორების განმარტებით, პასუხები მიუთითებს არსებით განსხვავებაზე საზოგადოებრივ აღქმაში. მათ შორის, ინფორმაციის წყაროებისა და ნარატივების მიღების თვალსაზრისით.

კვლევა ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისს, მასში მონაწილეობა მიიღო 2,000-მა რესპონდენტმა. შერჩევის ცდომილება ±2.2%-ია 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის