USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია, რომელიც გუშინ დაჭრეს, გარდაიცვალა
Date:  1733

გუშინ, ვერაზე მომხდარი გასროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ნიკოლოზ კვარაცხელია, რომელსაც 8 ტყვია მოხვდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო გადაყვანილი და ექიმების მცდელობის მიუხედავად, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობების გამო დაიღუპა.

შემთხვევა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ნიკოლოზ კვარაცხელიასა და უცნობს შორის მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკო კვარაცხელიამ საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შექმნა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია არხების ყურება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ. იგი Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში მოხვდა.

ცნობისთვის, უშუალოდ Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way