USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«Le Monde» (საფრანგეთი): „ომი უკრაინაში: რატომ რჩება ყირიმის დაბომბვა კიევის პრიორიტეტად“
Date:  424

ფრანგული გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ომი უკრაინაში: რატომ რჩება ყირიმის დაბომბვა კიევის პრიორიტეტად“ (ავტორი - სედრაქ პეტრალუნგა), რომელშიც განხილულია ყირიმის მნიშვნელობა უკრაინისათვის დღევანდელ ეტაპზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალები ხშირად ბომბავენ (დრონებითა და ATACMS-ის რაკეტებით) ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებს, განსაკუთრებით აეროდრომებს და რადარებს. ისმება კითხვა: იმ დროს, როცა ხარკოვის ოლქში  მძიმე მდგომარეობაა შექმნილი და უკრაინის არმია უკან იხევს, განა უკეთესი არ იქნებოდა დრონები და რაკეტები უკრაინას დონბასში, ხარკოვის ოლქში და და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გამოეყენებინა?

რა თქმა უნდა, ყირიმი უკრაინის კანონიერ სამიზნეს წარმოადგენს. კიევს არ შეუძლია ყირიმის ნახევარკუნძულის იგნორირება. „ყირიმი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიისათვის 2024 წლისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა. უკრაინელები მოვალენი არიან აქტიური ყურადღება გამოიჩინონ ყირიმის მიმართ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხარკოვის ოლქში და დონბასში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, - ამბობს ტიბო ფუიე, პარიზის სტრატეგიისა და თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების პერსპექტივა უკრაინისათვის შორეული მომავლის საკითხად რჩება, ექსპერტების აზრით, უკრაინის არმიის გააქტიურებას ყირიმის მიმართულებით თავისი მიზეზები აქვს:

ა) უკრაინის წარმატებები შავი ზღვის აკვატორიაში - მაგალითად, რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შევიწროვება-„განდევნა“ სევასტოპოლიდან, მარცვლეულის საექსპორტო დერეფნის აღდგენა და ა.შ. - რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მონაკვეთებზე განცდილი წარუმატებლობის ერთგვარ კომპენსაციას წარმოადგენს, რაც სასარგებლოა ჯარისა და მოსახლეობის იმედისა და მორალური სულის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად.

ბ) მართალია, რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებების მეტი ნაწილი მატერიკზე ხორციელდება, ყირიმის ნახევარკუნძული მაინც მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრად რჩება რუსეთის არმიის მომარაგების თვალსაზრისით ფრონტის სამხრეთ უბანზე. ამ მხრივ ქერჩის ხიდი, მართალია, უკვე ძველებურად აღარ (აფეთქებების გამო), მაგრამ ნაწილობრივ მაინც ასრულებს მნიშვნელოვან საკომუნიკაციო როლს. გარდა ამისა, ასევე ყირიმიდან ხდება აზოვის ზღვის ნავსადგურების (მარიუპოლის, ბერდიანსკის, გენიჩესკის, ტაგანროგის) მეშვეობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში დილოცირებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფების  მომარაგება.

გ) ყველაზე მთავარი - ყირიმში განლაგებულმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზებმა და მძლავრმა რადარებმა ხელი არ უნდა შეუშალონ ამერიკული ავიაგამანადგურებლების „ფალკონების“ (F-16) მიღებასა და ფრენას, რომელიც უახლოეს კვირეებში უნდა მოხდეს.

„რუსები ყველანაირ საშუალებას იყენებენ დაკვირვებისათვის, რათა გაიგონ, თუ რა ხდება დასავლეთ უკრაინაში. შესაბამისად, უკრაინის მიზანია, რომ გაანადგუროს ის ინსტრუმენტები და ობიექტები, რომელთა მეშვეობითაც კრემლს F-16-ების უკრაინაში ჩატანის შემჩნევა-დანახვა რეალურ დროში შეუძლია და, შესაბამისად, ზომების მიღება - რეაგირება“, - ამბობს სტეფან ოდრანი, პარიზის სტრატეგიისა და თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი.

„ყირიმის მიმართ განხორციელებული დარტყმები ნეგატიურად არ მოქმედებს უკრაინის არმიაზე იარაღის დეფიციტის საკითხში, არ ამძიმებს ჯარის მდგომარეობას - იმიტომ, რომ უკრაინელები ყირიმს ძირითადად დრონებით და რაკეტებით უტევენ, რომელთა გამოყენება ფროტის ხაზზე და მის ახლო-მახლო, თავიანთი შორი მოქმედების გამო, მიზანშეწონილი არ არის“, - განმარტავს ტიბო ფუიე.

წყარო: https://www.lemonde.fr/en/international/article/2024/05/25/war-in-ukraine-why-crimea-remains-kyiv-s-priority_6672599_4.html

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way