ფრანგული გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ომი უკრაინაში: რატომ რჩება ყირიმის დაბომბვა კიევის პრიორიტეტად“ (ავტორი - სედრაქ პეტრალუნგა), რომელშიც განხილულია ყირიმის მნიშვნელობა უკრაინისათვის დღევანდელ ეტაპზე.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალები ხშირად ბომბავენ (დრონებითა და ATACMS-ის რაკეტებით) ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებს, განსაკუთრებით აეროდრომებს და რადარებს. ისმება კითხვა: იმ დროს, როცა ხარკოვის ოლქში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი და უკრაინის არმია უკან იხევს, განა უკეთესი არ იქნებოდა დრონები და რაკეტები უკრაინას დონბასში, ხარკოვის ოლქში და და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გამოეყენებინა?
რა თქმა უნდა, ყირიმი უკრაინის კანონიერ სამიზნეს წარმოადგენს. კიევს არ შეუძლია ყირიმის ნახევარკუნძულის იგნორირება. „ყირიმი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიისათვის 2024 წლისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა. უკრაინელები მოვალენი არიან აქტიური ყურადღება გამოიჩინონ ყირიმის მიმართ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხარკოვის ოლქში და დონბასში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, - ამბობს ტიბო ფუიე, პარიზის სტრატეგიისა და თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების პერსპექტივა უკრაინისათვის შორეული მომავლის საკითხად რჩება, ექსპერტების აზრით, უკრაინის არმიის გააქტიურებას ყირიმის მიმართულებით თავისი მიზეზები აქვს:
ა) უკრაინის წარმატებები შავი ზღვის აკვატორიაში - მაგალითად, რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შევიწროვება-„განდევნა“ სევასტოპოლიდან, მარცვლეულის საექსპორტო დერეფნის აღდგენა და ა.შ. - რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მონაკვეთებზე განცდილი წარუმატებლობის ერთგვარ კომპენსაციას წარმოადგენს, რაც სასარგებლოა ჯარისა და მოსახლეობის იმედისა და მორალური სულის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად.
ბ) მართალია, რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებების მეტი ნაწილი მატერიკზე ხორციელდება, ყირიმის ნახევარკუნძული მაინც მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრად რჩება რუსეთის არმიის მომარაგების თვალსაზრისით ფრონტის სამხრეთ უბანზე. ამ მხრივ ქერჩის ხიდი, მართალია, უკვე ძველებურად აღარ (აფეთქებების გამო), მაგრამ ნაწილობრივ მაინც ასრულებს მნიშვნელოვან საკომუნიკაციო როლს. გარდა ამისა, ასევე ყირიმიდან ხდება აზოვის ზღვის ნავსადგურების (მარიუპოლის, ბერდიანსკის, გენიჩესკის, ტაგანროგის) მეშვეობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში დილოცირებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფების მომარაგება.
გ) ყველაზე მთავარი - ყირიმში განლაგებულმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზებმა და მძლავრმა რადარებმა ხელი არ უნდა შეუშალონ ამერიკული ავიაგამანადგურებლების „ფალკონების“ (F-16) მიღებასა და ფრენას, რომელიც უახლოეს კვირეებში უნდა მოხდეს.
„რუსები ყველანაირ საშუალებას იყენებენ დაკვირვებისათვის, რათა გაიგონ, თუ რა ხდება დასავლეთ უკრაინაში. შესაბამისად, უკრაინის მიზანია, რომ გაანადგუროს ის ინსტრუმენტები და ობიექტები, რომელთა მეშვეობითაც კრემლს F-16-ების უკრაინაში ჩატანის შემჩნევა-დანახვა რეალურ დროში შეუძლია და, შესაბამისად, ზომების მიღება - რეაგირება“, - ამბობს სტეფან ოდრანი, პარიზის სტრატეგიისა და თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი.
„ყირიმის მიმართ განხორციელებული დარტყმები ნეგატიურად არ მოქმედებს უკრაინის არმიაზე იარაღის დეფიციტის საკითხში, არ ამძიმებს ჯარის მდგომარეობას - იმიტომ, რომ უკრაინელები ყირიმს ძირითადად დრონებით და რაკეტებით უტევენ, რომელთა გამოყენება ფროტის ხაზზე და მის ახლო-მახლო, თავიანთი შორი მოქმედების გამო, მიზანშეწონილი არ არის“, - განმარტავს ტიბო ფუიე.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.