USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
Le Point - „საფრანგეთი - ევროპის უკანასკნელი ავადმყოფი ადამიანი“: ევროპის პროგრესული წინსვლის ფონზე საფრანგეთი ჩიხში შედის“
თარიღი:  130

ფრანგულ ჟურნალ „ლე პუანში“ (Le Point) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საფრანგეთი - ევროპის უკანასკნელი ავადმყოფი ადამიანი“: ევროპის პროგრესული წინსვლის ფონზე საფრანგეთი ჩიხში შედის“ (ავტორი - ნიკოლა ბავერე). „ემანუელ მაკრონის მმართველობის პერიოდში საფრანგეთის განვითარება შეჩერდა, რომელიც კოლაფსის დაწყებას ნიშნავს. ყველა სფეროში უკიდურესად არასახარბიელო პროგნოზი კეთდება. საფრანგეთმა სტაბილური სახით შეიძლება ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწიოს“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საფრანგეთი პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩნდა. იმ დროს, როცა კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ გერმანიის „გადატვირთვის“ პროცესშია, როცა ჩრდილოეთი ევროპა გადაიარაღებას ცდილობს, სამხრეთი ევროპა პოზიციების აღდგენას იწყებს, აღმოსავლეთი ევროპა კი დანარჩენების დაწევას ცდილობს, ჩვენი ქვეყანა ევროპის ერთადერთ „ავადმყოფ „ადამიანად“ რჩება (ეს გამოთქმა მე-19 საუკუნეში გავრცელდა ჯერ ოსმალეთის მიმართ, შემდეგ კი განზოგადდა).

ეს ყველაფერი ხდება იმ მომენტში, როცა ვაშინგტონის ანტილიბერალური შემობრუნება ეგზისტენციალურ შოკს იწვევს გერმანიაში - ქვეყანაში, რომელიც თავის დროზე სწორედ აშშ-ის მიერ იქნა აღდგენილი და აღორძინებული... ასევე დიდი ბრიტანეთშიც, რომლის ბირთვული ძალები და დაზვერვა ამერიკაზეა დამოკიდებული... და პოლონეთში და ბალტიისპირა ქვეყნებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავიანთი ბედი ნატოს დაუკავშირეს.

რა ჭირს, ბოლოსდაბოლოს, საფრანგეთს?

უმძიმესი სახელმწიფო ვალი - კოლაფსი ყველა სფეროში

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველობის დროს საფრანგეთის დაცემა კოლაფსში გადაიზარდა. კოლაფსია დემოგრაფიაში, როცა შობადობა ერთ ქალზე 1,62 ბავშვამდე შემცირდა (თუ ასე გაგრძელდა, 2027 წელს სიკვდილიანობა შობადობას გადაუსწრებს). კოლაფსია ეკონომიკაში, როცა ქვეყანაში 2019 წლიდან წარმოების მხოლოდ ანემიური 0,4%-იანი წინსვლა და პარალელურად კი 6%-იანი დაცემა  შეინიშნება - მრავლდება ბანკროტობის შემთხვევები.

გარდა ამისა, საფრანგეთი სავაჭრო კოლაფსსაც განიცდის - მისი სავაჭრო დეფიციტმა 2024 წელს 81 მილიარდ ევროს მიაღწია და ეს იყო დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის წინ. სავარაუდოდ, ამ მხრივ წინ უფრო უარესი გველოდება. რაც შეეხება სოციალურ კოლაფსს, ის შრომიუნარიანი მოსახლეობის 8%-იანი დონის უმუშევრობაში და ერთ სულ მოსახლეზე, გერმანიასთან შედარებით, შემოსავლების 15%-იან სხვაობაში გამოიხატება.

კოლაფსია ფინანსურ სფეროში: საფრანგეთს ამჟამად ისტორიულად უდიდესი შიდა სახელმწიფო ვალი აქვს - 3 305 მილიარდი ევრო (ანუ მშპ-ის - მთლიანი შიდა პროდუქტის 113%). მთავრობა დღეისათვის მშპ-ის მხოლოდ 57%-ს აკონტროლებს. კოლაფსშია ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, ანუ სახელმწიფოს კრახის მოწმენი ვართ.

აბსურდული სიტუაცია

2024 წლის ივნისიდან, როცა პრეზიდენტმა უაზროდ და უგუნურად დაითხოვა ეროვნული კრება (პარლამენტი), ქვეყანაში ინსიტიტუციური ქაოსია გაბატონებული. პარალიზებულია მიღებული სახელმწიფოს გადაწყვეტილებების შესრულება, პოლიტიკური ცხოვრება კი სულ უფრო მეტად ჩაკეტილი ხდება - ერთი მხრივ, მთავრობა და პრეზიდენტი, ხოლო მეორე მხრივ -  ფრანგულ საზოგადოება ერთმანეთთან არიან გაუცხოვებული.

გავიხსენოთ: მეხუთე რესპუბლიკა შეიქმნა იმისათვის, რომ ქვეყანა გამკლავებოდა მოსალოდნელ პოლიტიკურ რყევებს, მაგრამ პირიქით ხდება: აღმასრულებელი ხელისუფლება ჩიხშია შესული, მოსახლეობა კი ისეთი სახიფათო სიტუაციის წინაშე დგას, რომელიც მას 1930-იანი წლების ბოლოს ემუქრებოდა. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ერთადერთ მიზანს როგორმე ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ ბევრ უცხოელ ლიდერს ხვდებიან, მათი განცხადებები ოპტიმისტურია, მაგრამ იმავდროულად გაბერილ-გაზვიადებული - ისევე, როგორც ოფიციალური სტატისტიკა. ისინი თვლიან, რომ სამხედრო სფეროზე უნდა გავრცელდეს პრინციპი „ნებისმიერი ფასით“ და ჰგონიათ, რომ ფრანგებისათვის სიკეთეს აკეთებენ. სინამდვილეში მათი მოქმედება ქვეყანას უფსკრულში გადავარდნას უქადის.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.