USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Le Figaro» (საფრანგეთი): „უკრაინაში ევროპული „საღვთო კავშირი“ ირღვევა: ევროპელი მოკავშირეები კიევს არასაკმარისად ეხმარებიან“
дата:  

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია-რეპორტაჟი სათაურით „უკრაინაში ევროპული „საღვთო კავშირი“ ირღვევა: ევროპელი მოკავშირეები კიევს არასაკმარისად ეხმარებიან“ (ავტორი - პატრიკ სენ-პოლი). მასალაში განხილულია უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით.

პუბლიკაცია იწყება ხარკოვის ერთ-ერთი სასაფლაოს აღწერით, სადაც უკრაინის დროშიანი ახალი საფლავები მრავლად მოჩანს. ეს იმას მიუთითებს, რომ მათში ომში დაღუპული ჯარისკაცები არიან დაკრძალული. მსგავსი სასაფლაოები უკრაინაში ძალიან ბევრია. ყველგან დაინახავთ ახალგაზრდა ქვრივ ქალებს, დედებს, რომლებიც ქმრებს და შვილებს დასტირიან“. შემდეგ კი ავტორი განიხილავს იმ გავლენის შედეგებს, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„უკრაინის ომი გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს და განსაკუთრებით ევროპაზე - ომი ევროკავშირს ღრმა კრიზისით ემუქრება. უკრაინის ომმა იმავდროულად ნატოს აღორძინების პროვოცირება და ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებაც მოახდინა. ევროპაში ნეიტრალური ქვეყნების რაოდენობა შემცირდა - ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანდნენ.

ამასთან, აშშ-ში უკვე ჩანს უკრაინის ომისადმი განუწყვეტელი მხარდაჭერით გამოწვეული დაღლილობა, რომელიც, პრინციპში, მოსალოდნელიც იყო. მიუხედავად იმისა, აშშ-ში და მის მეზობელ კანადაშიც უკრაინული ლობი ყოველთვის არსებობდა და განსაკუთრებით ბოლო წლებში, რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკელელთა საზოგადოებრივ აზრში მთავარ თემად არ გადაქცეულა.

ევროპაში სხვაგვარი სიტუაცია არის შექმნილი, ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ ომი, ფაქტიურად ევროპის ახლოს, უფრო ზუსტად - მის ფარგლებში (აღმოსავლეთ ნაწილში) მიმდინარეობს და მეორე - ევროკავშირი, მართალია, უნიფიცირებული ორგანიზაციაა, მაგრამ მაინც სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების მქონე ქვეყნებისაგან შედგება. ევროკავშირს მანევრირების ფართო შესაძლებლობა არ აქვს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ დროშებით წავიდა, მაგრამ ამერიკული დამცავი ქოლგის იმედით. ევროპამ მთლიანად გამოიყენა ის ინსტრუმენტები, რაც მას გააჩნია: ათზე მეტი ანტირუსული სანქციური პაკეტი, იარაღის მიწოდება (თუნდაც თავისის რეზერვების შემცირებისა და უსაფრთხოების საზიანოდ), ფინანსური დახმარება და ბოლოს, ევროკავშირის გაფართოება.

რუსეთისა და მისი მიდგომების უკეთ გაგებისათვის უნდა გავიხსენოთ ალექსანდრე სოლჟენიცინი, რომელიც წერდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსკოვისათვის კავშირების სენარჩუნება სლავურ რესპუბლიკებთან - უკრაინასთან და ბელარუსთან. ამგვარი კავშირის საფუძველი განპირობებული იყო სულიერი ერთობის აღდგენის აუცილებლობით, ანუ ისეთი წინამძღვრების შექმნაში, რომელიც საჭიროა რუსეთის ჭეშმარიტი აღორძინებისთვის.

ის, რაც რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას აკლდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გამოიხატებოდა იმით, რომ არ არსებობდა ერთობლივი ძალისხმევა ახალი ეპოქისადმი ადაპტაციისათვის, კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არ არსებობდა აგრეთვე გულწრფელი სწრაფვა რეალური განმუხტვისა და თანამშრომლობისთვის. ცივი ომის დროინდელი ყოფილი მეტოქეები, იდეოლოგიური ბარიერის გაქრობის მიუხედავად, მაინც ისევ მოწინააღმდეგეებად დარჩნენ. ამაში დამნაშავეა დასავლეთიც, რომელიც თავისი ვიწრო ინტერესების და პოლიტიკური იდეოლოგიის ტყვე გახდა.

კრემლი დასავლეთს ადანაშაულებდა იმაში, რომ ნატოს თავისი ნაზების განთავსება რუსეთის ახლოს სურდა და ცდილობდა მისთვის თავს მოეხვია საკუთარი ხედვები, თავისი ეკონომიკური დომინირება და ე.წ. „შერჩევითი“ საერთაშორისო სამართალი.

დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება განსაკუთრებით უკრაინის ომში გამოიხატა და ახლა, მისი დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ბალანსის მაჩვენებელი სასწორის პინა რუსეთის სასარგებლოდ გადაიხარა. ოტო ფონ ბისმარკს რუსეთის შესახებ საკმაოდ ცნობილი გამონათქვამი აქვს: „რუსეთი არასოდეს ისეთი ძლიერი ან არასოდეს ისეთი სუსტი არ არის, როგორც ჩვენ გვგონია“. რუსეთის სამხედრო ისტორიაში არცთუ იშვიათია მაგალითები, როცა სამხედრო კამპანია მარცხით დაიწყებულა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამარჯვებით დასრულებულა. რუსეთი დღესაც ახდენს უდიდეს გავლენას მსოფლიოს მდგომარეობაზე და ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეცდა, როცა რუსეთი რეგიონული სახელმწიფოს რანგში გადაიყვანა.

ამჟამად რუსეთში რევოლუციის მომზადების არავითარი ნიშნები არ ჩანს. ვლადიმერ ლენინის, ბოლშევიკთა ლიდერის ცნობილი გამონათქვამი რომ შევაბრუნოთ, რევოლუციური სიტუაცია არ დამდგარა: საზოგადოების ზედაფენას ჯერ კიდევ შეუძლიათ მართვა, ქვედაფენებს კი ჯერ-ჯერობით არაფრის შეცვლა არ სურთ“. უკრაინის არმიის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლისა და რუსეთის ეკონომიკის ადაპტაციისა და მისი „სამხედრო რელსებზე გადასვლის“ შემდეგ, საეჭვოა რომ კრემლმა უკრაინაში ომი წააგოს. უფრო მეტიც - რუსეთი ომის გაჭიანურებაზეც თანახმაა - იმიტომ, რომ პრობლემების გადალახვა კარგ ცხოვრებას მიჩვეულ დასავლეთს უფრო გაუჭირდება, ვიდრე რუსეთს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი უბედურება აქვს გამოვლილი. კრემლის ანტიდასავლური პროგანდა და დიპლომატია წარმატებით მუშაობს „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში.

რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მუშაობს - როგორც „გლობალური სამხრეთიდან“, ასევე ნატოდანაც - მაგალითად, თურქეთი, უნგრეთი... თუმცა ომის შეწყვეტა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგენზე. სხვათა შორის, ომით დიდი სარგებელი მიიღო თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - ენერგეტიკის სფეროში: რადგან ევროპა რუსული გაზის გარეშე დარჩა, მისი ადგილი ამერიკულმა თხევადმა გაზმა დაიკავა.

ევროკავშირმა ფრიად საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, როცა უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭა (ეს ეხება მოლდოვას და საქართველოსაც). ამ ქვეყნებს დიდი ფულადი და მატერიალური დოტაცია დაჭირდებათ, განსაკუთრებით უკრაინას, რაც ძალიან რთული და მძიმე იქნება ევროკავშირის ქვეყნების ბიუჯეტებისათვის.

რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი შედეგი ევროკავშირის შიგნით მომხდარი რევოლუცია იქნება: „ევროკავშირის მამების ხედვა უკვე მკვდარია. და თუ ორგანიზაცია ჯერ კიდევ ინარჩუნებს ერთიანობას, ეს მოკლევადიან სარგებლებს და ბრეკსიტის ნეგატიურ შედეგებს უკავშირდება - კონტინენტურმა ევროპამ დაინახა, თუ რა პრობლემები გაუჩნდა დიდ ბრიტანეთს.

ვლადიმერ პუტინმა გაბედა და ევროპაში საზღვრების ცვლილებებზე არსებული ტაბუ დაარღვია. კრემლმა კვლავ გააქტიურა პრინციპი, რომლის თანახმად, „ომი არის პოლიტიკის გაგრძელება სამხედრო საშუალებებით“. ადრე აღნიშნულ ტაბუს ნატოს ქვეყნები არღვევდნენ, მათ შორის უპირატესად ამერიკის შეერთებული შტატები, როცა სერბეთს და ერაყს ბომბავდნენ. ამიტომაც უახლოეს წლებში ასეთი შემთხვევები გახშირდება.

ჯერ-ჯერობით, ურღვევი რჩება ერთადერთი ტაბუ - ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ, ისიც დაირღვევა და შესაძლოა არა რუსეთის მიერ.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/en-ukraine-l-union-sacree-se-fissure-sur-tous-les-fronts-le-recit-de-l-envoye-special-du-figaro- 20240201

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати