USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Le Figaro» (საფრანგეთი): „პრეზიდენტი ომში მიდის?“
дата:  556

ფრანგულმა გაზეთმა „ლე ფიგარომ“ (Le Figaro) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „პრეზიდენტი ომში მიდის?“, რომელშიც გაკრიტიკებულია ემანუელ მაკრონის განცხადება უკრაინაში საომრად ფრანგი ჯარისკაცების შესაძლო გაგზავნის თაობაზე.

„ხომ არ ცდილობს სახელმწიფოს მეთაური მოსახლეობის ყურადღების გადატანას იმ საშინაო პრობლემებიდან, რომლებიც საკადრო ცვლილებმა და კატასტროფულმა აგრარულმა  პოლიტიკამ გამოიწვია? - ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ქვეყნის ხელმძღვანელებისაგან ფრანგები ბრძნულ გადაწყვეტილებას ელოდებიან, ემანუელ მაკრონი კი ისე ლაპარაკობს, თითქოს აღფრთოვანებულია თავისი უნარით ტაბუ გააუქმოს და [არასწორი ნაბიჯი გადადგას]. საყოველთაოდ ცნობილია მისი წინააღმდეგობრივი პოზიცია: ჯერ იყო და ქადაგებდა, რომ ვლადიმერ პუტინის დამშვიდებას შევძლებო, ახლა კი პირველმა დაიწყო ლაპარაკი რუსეთთან უშუალო ომის დაწყების თაობაზე. როგორც ცანს, ვერ გათვალა და იზოლაციაში აღმოჩნდა: მისმა პარტნიორებმა და კოლეგებმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ პარიზის სამიტზე მსგავსი გეგმების განხილვა არ მომხდარაო.

ამიტომაც ჩვენ კითხვა გვებადება: რის მიღწევას ცდილობს ემანუელ მაკრონი, როცა ომის გამჩაღებლის მანტიით იმოსება? იქნებ ვლადიმერ პუტინზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდა? მაგრამ ასეთი მუქარებს თან უნდა ახლდეს საიმედო შემკავებელი პოტენციალი - რუსეთის პრეზიდენტი ხომ უგრძნობია დასავლელი ლიდერების გაფრთხილებების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.

იქნებ ემანუელ მაკრონს დასავლური საზოგადოებრივი აზრის მომზადება სურს სიტუაციის გარადაუვალი გაუარესების შესახებ? მაგრამ ამით საპირისპირო შედეგს მიიღებს... ამომრჩევლები მხარს არ დაუჭერენ მაკრონისეულ ევროპის სტრატეგიული ავტონომიის იდეას, თუ ის რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის გამომწვევი იქნება.

რჩენა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ემანუელ მაკრონი ასე ლაპარაკობს. ქვეყნის შიგნით მომხდარი ყველანაირი რყევისა და საეჭვო საკადრო ცვლილებების შემდეგ მოსახლეობის  პრეზიდენტმა თითქოს ჯარების სარდლის სამხედრო ფორმა მოირგო ვლადიმერ პუტინის შესაშინებლად, მაგრამ იგი არც არმიას არ იყენებს და არც საბრძოლო მასალებს, კრემლს მხოლოდ სიტყვით ემუქრება. ემანუელ მაკრონს მსგავსი რამ ადრეც აქვს გაკეთებული, როცა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლველად კოალიციის შექმნას ცდილობდა“, ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

„ლე ფიგაროს“ პუბლიკაციას ბევრი მკითხველი კომენტარებით გამოეხმაურა. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს, რომლებშიც გამოხატულია როგორც კრიტიკული (ნეგატიური), ისე მხარდამჭერი (პოზიტიური) თვალსაზრისები:

„ამ ადამიანს საკუთარი შვილები არ ჰყავს და გადაწყვიტა ჩვენი შვილები მსხვერპლად გამოიყენოს“;

„მაკრონი აფრიკიდან გამოიქცა, მან მალი ვერ შეინარჩუნა და ახლა სურს ჩვენი შვილები რუსეთთან ომში გაგზავნოს, რომელიც საფრანგეთს არანაირად არ ემუქრება. შევცდით, მაკრონი რომ პრეზიდენტად ავირჩიეთ“;

„პრეზიდენტი ნორმალურად ვერ აზროვნებს. საკუთარი თავის განდიდებისათვის ჩვენი შვილების შეწირვა უნდა“;

„მაკრონი თეატრის მსახიობია და არა სახელმწიფო მოღვაწე. ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, რომ სხვების დასაცინი ხდება და ამას ვერც გრძნობს“;

„რას ერჩით მაკრონს? ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ომი უნდა, კრემლში ზის - ფაშისტი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი. მან უკვე ასი ათასობით ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია“;

„რატომ დასცინით მაკრონს? გაიხსენეთ, რომ ჩერჩილსაც აყენებდნენ შეურაცხყოფას, დე გოლს სულელად თვლიდნენ, მათი ნათქვამი კი გამართლდა... ხვალ შეიძლება სამხედრო სიტუაცია შეიცვალოს და ვლადიმერ პუტინმა უკრაინა დაიკავოს... ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ, თორემ შემდეგ გვიან იქნება“.

წყარო: https://www.lefigaro.fr/vox/monde/l-editorial-du-figaro-emmanuel-macron-president-va-t-en-guerre-20240227

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати