USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
თბილისი
«Le Figaro» (საფრანგეთი): „ჰამასის“ ერთ-ერთი სტრატეგიული წარმატება: პალესტინელთა მხარდაჭერაში დასავლეთი უკვე უმცირესობაშია“
თარიღი:  356

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) 15 ოქტომბრის ნომერში ბეჭდავს ინტერვიუს ფრანგ პოლიტოლოგთან, გეოპოლიტიკური კვლევების ფონდის პრეზიდენტთან, პროფესორ ჟილ გრესანთან, სათაურით „ჰამასის“ ერთ-ერთი სტრატეგიული წარმატება: პალესტინელთა მხარდაჭერაში დასავლეთი უკვე უმცირესობაშია“ (ესაუბრება ჟურნალისტი რენონ პლანშონი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროპის ქვეყნებმა „ჰამასის“ მოქმედება დაუყონებლივ დაგმეს და მხარი ისრაელს დაუჭირეს. დასავლური მხარდაჭერის  ღერძში სხვა სახელმწიფოებიც შედიან - ვაშინგტონიდან კიევამდე, მათ რიცხვშია აგრეთვე ავსტრალია, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ტაივანი. მაგრამ მსოფლიოს საკმაოდ ბევრ სახელმწიფო ასეთ პოზიციას არ გამოხატავს, - აღნიშნავს ჟილ გრესანი. ბევრი ქვეყანა ამჟამად პასიური ნეიტრალიტეტის პოზიციას იკავებს და რეგიონის ქვეყნებს დაძაბულობის შემცირებისაკენ მოუწოდებენ. ჩინეთიდან ბრაზილიამდე, რუსეთიდან - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამდე. „ბრიკს“-ის ქვეყნების მძიმეწონიანმა  წევრებმაც, ინდოეთის გამოკლებით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის არჩევანი არ გააკეთეს, თავი შეიკავეს.

არაბული და მუსულმანური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი - ირანიდან ყატარამდე და ალჟირამდე - მხარს „ჰამასის“ მოქმედებას უჭერს. და თუ უახლოეს ხანში პალესტინელების დანაკარგები განსაკუთრებით დიდი იქნება, ასეთ შემთხვევაში, ის ქვეყნებიც კი, რომლებმაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, სავარაუდოდ, დამოკიდებულებას „ჰამასის“ სასარგებლოდ შეცვლიან. მათ შორის შეიძლება იყოს საუდის არაბეთი, მაროკო, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვები - ისინი, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობდნენ. როგორც ჩანს, „ჰამასის“ მხარეზე არიან ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაც - ნიკარაგუა, ვენესუელა, კუბა.

ამიტომაც ჟილ გრესანი ზღვარს ავლებს „ერთიან დასავლეთსა“ და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მისი აზრით, ისრაელის დღევანდელი ომი გრძელვადიან განხეთქილების სქემაში ჯდება. იმ ქვეყნების სია, რომლებიც უკრაინას მხარს იარაღის მიწოდებით უჭერენ და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც პალესტინის დამოუკიდებლობას აღიარებენ, პრაქტიკულად, ურთიერთსაწინააღმდეგოა. მათ სხვადასხვა არგუმენტაციები აქვთ და სხვადასხვა ინტერესები, ამიტომაც ეს სიტუაცია შეიძლება განვითარებადმა ქვეყნებმა გამოიყენონ, რომლებსაც თამაშის წესების შეცვლა სურთ

„ჰამასის“ ისრაელში შეჭრამ „ერთიან დასავლეთსა“ და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებული განხეთქილება და კონფრონტაციამ უფრო გააღრმავა. დასავლეთი თავისი პოზიციის მტკიცე ერთგულია ისრაელის სასარგებლოდ, დანარჩენი კი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში  ადანაშაულებენ. თანაც ომი ახლახან დაიწყო და წინ კიდევ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია მოხდეს.

„ეს ყველაფერი მწარე გაცნობიერებას იწვევს: გამოდის, რომ ჩვენ უუნარონი ვართ ჩვენს ირგვლივ მშვიდობიანი გარემო შევქმნათ. ევროკავშირი არამარტო სხვადასხვანაირი, არამედ დაუსრულებელი კრიზისების ნახევარრკალშია მოქცეული - არქტიკიდან საჰელამდე, ლიბიის, სირიის, უკრაინის, ბელარუსიის ჩათვლით.

ძველი მსოფლიო დაინგრა. პოლიტიკური ტექტონიკური ფილების დაცურების შედეგად ახალი მსოფლიო ყალიბდება, რომლის ფორმის განსაზღვრა ჯერ კიდევ გაურკვეველი:

„ჩვენ, ასე ვთქვათ, „მეფობებს შორის ვიმყოფებით“. რა მოვა ისეთი გლობალიზაციის შემცვლელად, რომელსაც „ისტორიის დასასრულისა“ სჯეროდა? დემოკრატიული პროექტი, რომელიც გლობალურ კეთილდღეობას გადაანაწილებს თუ იმპერიისა და მეფეების ეპოქა?, - ასეთი კითხვაა დასმული ინტერვიუში.

ჯერ-ჯერობით კი გარდაუვლად მოჩანს მსოფლიოს მილიტარიზაციის ტენდენცია, რომელიც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს დიპლომატიასა და ვაჭრობას. „ბახმუტიდან ღაზამდე, ენერგეტიკიდან ნახევარგამტარებამდე და ხელოვნურ ინტელექტამდე - ომი ფართოვდება“, - ასკვნის ჟილ გრესანი.

წყარო: https://www.lefigaro.fr/vox/monde/l-un-des-succes-strategiques-du-hamas-c-est-de-creuser-le-fosse-entre-les-puissances-emergentes-et-l-occident-20231013

 

თბილისი
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.