USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Le Figaro» (საფრანგეთი): „აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება“
дата:  459

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგარო“-ში (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება“ (ავტორი - სტანისლას პუაიე).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინა გაურკვევლობაში იძირება. კიევში, ისევე როგორც ფრომტზე, უკრაინელები დაუფარავად აღიარებენ თავიანთ შიშს იმ ფონზე, როცა ამერიკის სათავეში მმართველობის სადავეებს არაპროგნოზირებადი ადამიანი იღებს. „დონალდ ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ უკრაინისადმი დახმარების გაწევა ამერიკელებს ძალიან ძვირი უჯდებათ. და თუ ხვალ იგი დახმარების შემცირებას გადაწყვეტს, ყველაფერი უბრალოდ დასრულდება - ჩვენ [რუსების შემოტევას] დიდხანს ვერ გავუძლებთ“, - ამბობს სატელეფონო საუბრის დროს კაპიტანი ვადიმი (გვარის დასახელების გარეშე), რომელიც ამჟამად პოკროვსკში, დონბასში იმყოფება.

„უკრაინელებს ეშინიათ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი აიძულებს უკრაინას რუსეთთან შეთანხმება გააფორმოს და დათმობებზე დათანხმდეს, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხში, მაგრამ უკრაინელები მზად არარიან ამგვარი პირობების მიღებაზე“, - განმარტავს ოქსანა კოვალენკო, პოლიტიკური ანალიტიკოსი.

დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მას განზრახული აქვს ამერიკის დახმარება დაუკავშიროს უკრაინის თანხმობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მიზნით.

„დონალდ ტრამპმა სამხედრო დახმარება რომც არ შეამციროს, მაინც ცუდია, როცა ასეთი არაპროგნოზირებადი მოკავშირე გყავს. საბრძოლო მოქმედებისათვის საკვანძო მომენტად დაგეგმვა ითვლება, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაგეგმვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს“, - ხაზს უსვამს კაპიტანი ვადიმი.

დადგა რა ამერიკის დახმარების შეწყვეტის რისკის წინაშე, უკრაინა აცნობიერებს, რომ მას ძალისხმევის გაორმაგება მოუწევს ევროპელი მოკავშირეების დასარწმუნებლად - შეავსონ ის სიცარიელე, რომელსაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დატოვებს

„უახლოეს წლებში უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, ევროპის იმედად ყოფნა მოუწევს. შესაბამისად, იგი ბრიუსელისაკენ უნდა შებრუნდეს. იმიტომ, რომ ჩვენ და ევროპას ერთნაირი რისკები გვაქვს, თანაც ევროპა უკრაინის უსაფრთხოებით მოგებული დარჩება“, - თვლის ანტონ გერაშჩენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი.

უკრაინელები დაიღალნენ ევროკავშირის უუნარობით რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლის საკითხში. დასამალი არაა, რომ უკრაინაში ამგვარი განწყობა ფართოდაა გავრცელებული.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/apres-l-election-de-donald-trump-l-ukraine-redoute-un-desengagement-americain-20241106

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати