USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Le Figaro» საფრანგეთი): „აგებს თუ არა უკრაინა ომს? პოლკოვნიკ პიერ დე იონგის ანალიზი“
Date:  609

„აგებს თუ არა უკრაინა ომს? პოლკოვნიკ პიერ დე იონგის ანალიზი“ - ასეთი სათაური აქვს ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) სატელევიზიო არხის (Le Figaro TV) პროგრამით „თვალსაზრისი“ გადაცემულ ვიდეოსიუჟეტს (ინტერვიუს), რომელშიც ცნობილი ფრანგი სამხედრო ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომის ანალიზს და პროგნოზს აკეთებს.

გთავაზობთ ვიდეოინტერვიუს ფრაგმენტს:

ალბან ბართელემი, ტელეჟურნალისტი:

- პოლკოვნიკი პიერ დე იონგი 1994-1997 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის პირად ადიუტანტად მუშაობდა - იგი პასუხისმგებელი იყო სამხედრო ანალიზისა და პროგნოზის საკითხებში. ჩვენთვის საინტერესოა მისი შეფასება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არსებული სიტუაციაზე. მუსიე პიერ, თქვენი აზრით, რატომ განიცადა წარუმატებლობა უკრაინის არმიის კონტრშეტევამ?

პიერ დე იონგი, სამხედრო ექსპერტი:

- პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინელები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი ყველა აუცილებელი სამხედრო ტექნიკით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი რომელიღაც პატარა და განუვითარებელი ქვეყანა არ არის.

მეორე - უკრაინელებმა არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ სამი მიმართულებით შეუტევდნენ - ჩრდილოეთიდან, ცენტრიდან, სამხრეთიდან - და წარმატებას მიაღწევდნენ. ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ კონტრშეტევის დროს აუცილებელია პრიორიტეტული და მეორეხარისხოვანი მიმართულებების არჩევა;

მესამე - დაუჯერებელი და პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია - უკრაინელები წინასწარ ავრცელებდნენ ინფორმაციას თავიანთი კონტრშეტევის ვადების თაობაზე, რამდენიმე დღით ადრე მის რეალურ დაწყებამდე. არადა, კონტრშეტევის მთელი საიდუმლო იმაშია, რომ იერიში მოულოდნელად, უეცრად მოხდეს განსაზღვრულ დროში, სწრაფად გაარღვიო მოწინააღმდეგის თავდაცვის ზღუდეები და მიღწეული წარმატება განამტკიცო. მაგრამ უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს წინასწარ მოსდეს თავიანთი გეგმები და რუსებმაც კარგად ისარგებლეს.  

რა თქმა უნდა, შეტევის პროცესში უკრაინელები რუსების მიერ კარგად მომზადებულ გამაგრებულ ხაზს და მათ მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო. რუსებმა ზედმიწევნით მჭიდროდ დანაღმეს მინდვრები, ააგეს გამაგრებული ხაზები, გათხარეს სანგრები და ტრანშეები, დადგეს ჰაუბიცები, რომლებიც ჭურვებს 20-30 კილომეტრზე ზუსტად ისვრიან... და ვერცერთმა უკრაინელმა ვერ შეძლო მათთან მიახლოება. მსგავს თავდაცვას უკრაინის არმია კი არა, ვერც სხვა არმია ვერ გაარღვევდა. ასეთია დღევანდელი სიტუაცია, რომელსაც თავისი სერიოზული შედეგები ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ალბან ბართელემი, ტელეჟურნალისტი:

- რამდენიმე თვის წინათ, განსაკუთრებით „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ, ზოგიერთები ამბობდნენ, რომ რუსეთის არმიის დამარცხება სრულიად შესაძლებელიაო, თუმცა დღეს სულ სხვაგვარი სიტუაციაა...

პიერ დე იონგი, სამხედრო ექსპერტი:

- მე პირადად არასდროს არ ვთვლიდი, რომ რუსეთი შეიძლებოდა დამარცხებულიყო. ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ რუსეთს წაგება არ შეუძლია, თუმცა არასოდეს არ მითქვამს ისიც, რომ რუსეთი გაიმარჯვებს-მეთქი. ამაში არის მცირე ნიუანსი. მაგრამ [უკრაინისათვის და დასავლეთისთვის] ნამდვილ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ რუსეთი ზესახელმწიფოა, რომელსაც დღეს, ორწლიანი ომის შემდეგ, ბრძოლებში გამოცდილი და გამოწრთობილი მაღალხარისხიანი არმია ჰყავს. ამ არმიას შეუძლია „ძველებურად“ იმოქმედოს ექსტრემალურ სიტუაციებში და ყურადღება არ მიაქციოს დანაკარგებს. რუსეთის არმიის მოქმედება უეცარია და დაუჯერებლად მარტივი. რაოდენობას თავისი მნიშვნელობა აქვს. რას ნიშნავს ძალთა თანაფარდობა? იმას, როცა თქვენივე შექმნილი ხელსაყრელი გარემოებების დროს, თქვენს არმიას აქვს საკმარისი ადამიანური რესურსები, რათა მოცემულ დროს და მოცემულ ადგილზე წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, ძალთა თანაფარდობა ყოველთვის რუსეთის მხარესაა და მისთვის ხელსაყრელია“.

წყარო: https://video.lefigaro.fr/figaro/video/lukraine-est-elle-en-train-de-perdre-la-guerre-lanalyse-du-colonel-peer-de-jong/

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way