USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«Le Figaro» : დონალდ ტრამპის მეორედ არჩევა: საფრთხე დემოკრატიისათვის?
Date:  

„აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ თითქმის ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ როგორც გამოკითხვებიდან ჩანს, დონალდ ტრამპს სრულებით შეუძლია გაიმარჯვოს, მაგრამ ეს იქნება კატასტროფა არამარტო ამერიკისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის“- ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპის მეორედ არჩევა: საფრთხე დემოკრატიისათვის?“ (ავტორი - ნიკოლას ბავერესი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი ფაქტიურად უკვე მოგებული აქვს მის დაწყებამდე. მართალია, არჩევნებამდე ჯერ კიდევ თითქმისერთი წელია დარჩენილი და შესაბამისად, გამოკითხვების შედეგებს ფრთხილად უნდა შევხედოთ, მაგრამ ისინი მაინც ერთგვარ მინიშნებებს წარმოადგენენ, რომ დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენის ხელისუფლების „დამხობა“ თავისუფლად შეუძლია.

კაცმა რომ თქვას, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა თითქოსდა კარგად გამოიყურება: დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განახორციელა ეკომოიკური მოდელის ტრანსფორმაცია, ამერიკამ აღიდგინა ტექნოლოგიური და სტრატეგიული ლიდერობა, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შეკავებაში. ეკონომიკის პოტენციურმა ზრდამ 2,1%-ს მიაღწია, უმუშევრობის დონე 3,8%-ის ნიშნულზე რჩება, ხდება უცხოური კაპიტალის მიზიდვა. აშშ-მა გამოაცოცხლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედება და ა.შ.

მაგრამ პარალელურად კრიზისული მოვლენები სულ უფრო ხშირდება. სიცოცხლის ხანგრძლივობის მოსალოდნელი ზრდა პირიქით - 76,1 წლამდე დაცემით შეიცვალა, ნარკოტიკებისა და იარაღის ფართო გამოყენების გამო. ინფლაციამ ამერიკელთა შემოსავლები და დანაზოგები შეამცირა. ამერიკული საზოგადოება დანაწევრებული და პოლარიზებულია კულტურათა შორის მიმდინარე ომით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტისადმი სხვადასხვანაირი მიდგომებით. ასევე  საზოგადოება დაიღალა უკრაინის კრიზისით და კიევის მხარდაჭერით იმ დროს, როცა ქვეყანაში სულ უფრო ძლიერდება არალეგალური იმიგრაციის პრობლემა. ჯო ბაიდენის არაპოპულარობა მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კონტრასტულია დონალდ ტრამპისადმი მხარდაჭერის ფონზე: ამჟამად ექს-პრეზიდენტს უპირობოდ მხარს უჭერს ამომრჩეველთა 20-30% და ეს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის მიუხედავად 2021 წელს!

თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს იქნება არა მხოლოდ მინიშნება სამომავლო ცვლილებებისადმი, არამედ რევოლუცია აშშ-სათვის და მთელი მსოფლიოსათვის“.

როცა დონალდ ტრამპი 2016 წლის არჩევნების შედეგად ამერიკის პრეზიდენტი გახდა, ეს ფაქტი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და სხვათა შორის, თვითონ ტრამპითვისაც. იმ დროს მას შეკავებისა და ბალანსის (გაწონასწორების) სისტემის წინაშე დგომა მოუწია - მის წინააღმდეგ გამოდიოდა მართლმსაჯულება და მასმედია, მისი მმართველობის ვადას დაემთხვა პანდემიის დაწყება-განვითარება...

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. დონალდ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიას მტკიცედ აკონტროლებს. ექს-პრეზიდენტს მომხრეთა უმრავლესობა ჰყავს უმაღლეს სასამართლოში. მისი მხარდამჭერები ასევე აკონტროლებენ მართლმსაჯულების სისტემას. დონალდ ტრამპს განზრახული აქვს სამთავრობო-სახელისუფლო სტრუქტურების წმენდა და მათი რადიკალური ტრანსფორმაცია. მას ჩაფიქრებული აქვს შეწყვიტოს მის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო გარჩევები და სისხლის სამართლის საქმეების აღძრას მათ წინააღმდეგ, ვინც მას დევნიდა და დაკითხვებს უწყობდა. დონალდ ტრამპი ასევე გეგმავს გააუქმოს ფედერალური სტრუქტურების, მათ შორის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დამოუკიდებლობა და ისინი თვითონ დაიქვემდებაროს. მას სურს სამსახურიდან გაათავისუფლოს სახელმწიფო პროფესიული მოსამსახურეები და ისინი პარტიული აქტივისტებით ჩაანაცვლოს. ეკონომიკის სფეროში მოსალოდნელია გადასახადების დაკლებისა და მისი რეგულირების შესუსტების ახალი ტალღა, შეჩერდება ეკოლოგიური გადასვლა მწვანე ინდუსტრიაზე. ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს ევროპას და ახლო აღმოსავლეთს, აგრეთვე საეჭვო გახდება აშშ-ის მონაწილეობა ალიანსებში, ნატოს ჩათვლით, რათა ვაშინგტონმა მეტი ყურადღება დაუთმოს პეკინითან მეტოქეობას და შიდა პრობლემებს, განსაკუთრებით არალეგალურ იმიგრაციას.

ამიტომაც დონალდ ტრამპის მეორედ არჩევა პრეზიდენტად „დედამიწაზე მიწისძვრას გამოიწვევს“: ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული სახელმწიფო აღარ იქნება, ხოლო სისტემურ პროტექციონიზმზე გადასვლა ვაჭრობისა და გლობალური გადახდების კოლაფსს გამოიწვევს. დონალდ ტრამპის მხრიდან გამოჩენილი სოლიდარობა სხვა ქვეყნების ძლიერი ლიდერების მიმართ დასაბამს მისცემს ავტორიტარიზმის გაფართოებასა და ავტოკრატული მმართველების ზრდას, რომლებიც აუცილებლად ისარგებლებენ სიტუაციით და თავიანთ ზრახვების განხორციელებას შეუდგებიან. უკრაინა და ბალტიის ქვეყნები, ასევე პოლონეთი და მოლდოვა საფრთხეში აღმოჩნდებიან.

როგორც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველმა ვადამ აჩვენა, მისი მმართველობა შეიძლება პოზიტიური იყოს აშშ-ის ეკონომიკისათვის, მაგრამ მის მოქმედებას ანტიდემოკრატიული ხასიათი ექნება - დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი აშშ-ში დემოკრატიის პრინციპებს საფუძვლიანად დაარღვევს.  ამით დაინგრევა აშშ-ის ხელისუფლება და იმიჯი. ეს იქნება თავისუფლების პრინციპის კატასტროფა მთელ მსოფლიოში... თუმცა რჩება იმის იმედი, რომ საბოლოო ჯამში გონიერება გადასწონის და ამერიკელები გააცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს, ევროპელები კი თავიანთ ბედს საკუთარი ხელებით გამოსჭედენ და იზრუნებს ინსტრუმენტების შექმნაზე ევროპული ცივილიზაციის, ცხოვრების წესისა და თავისუფლების დასაცავად“.

წყარო: https://www.lefigaro.fr/vox/monde/nicolas-baverez-trump-2-peur-sur-la-democratie-20231210

 

tbilisi
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way