USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
«Le Parisien» (საფრანგეთი): „ბლეფი თუ სისუსტის გამოვლენა? ზელენსკიმ რუსეთისაკენ უცნაური ნაბიჯი გადადგა“
дата:  634

ფრანგული გაზეთი „ლე პაღიზიენი“ (Le Parisien) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბლეფი თუ სისუსტის გამოვლენა? ზელენსკიმ რუსეთისაკენ უცნაური ნაბიჯი გადადგა“ (ავტორი - რობინ კორდა), რომელშიც განხილულია უკრაინის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. „კიევის განცხადება მომავალ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის მიწვევის შესახებ საკმაოდ ეშმაკურ ფანდს წარმოადგენს“, - ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

რუსეთთან მოლაპარაკებაზე უკრაინის მიერ დადებული ტაბუ თვალდათვალ ქრება. ორშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა გააკვირვა, როცა განაცხადა - დიდი სურვილი მაქვს, მომდევნო „სამშვიდობო სამიტზე“ რუსეთის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობაო. პირველი სამიტი, როგორც ვიცით, შვეიცარიაში ჩატარდა, მეორე სამიტის დრო ადგილი ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის. ბოლო დრომდე უკრაინის პრეზიდენტი უარყოფდა მოსკოვთან ყოველგვარი დიალოგის შესაძლებლობას მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი აცნობიერებს - ისეთი დრო მოდის, რომ მას პოზიციის შეცვლა მოუწევს. სიტუაცია მისთვის უკიდურესად არახელსაყრელად ვითარდება“, - ვარაუდობს ფილიპ მიგო, სტრატეგიული ანალიზის ევროპული ცენტრის დირექტორი.

მართლაცდა, რუსეთის არმია, რომელიც ორწლინახევრის წინათ უკრაინაში შეიჭრა, წინა პერიოდის გარკვეული წარუმატებლობის შემდეგ, ნელ-ნელა წინ მიიწევს და ყოველდღიურად ახალ-ახალ მიჯნებს იკავებს - მცირე, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებს. „ერთი მხრივ, რუსეთი თავისი 146-მილიონიანი მოსახლეობით და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსით, რომლის ქარხნები სადღეღამისო რეჟიმით მუშაობენ, მეორე მხრივ კი დასუსტებული უკრაინა დანგრეული ეკონომიკით და გატანჯული მცხოვრებლებით, სადაც დასავლეთის დახმარება ფრონტის ხაზზე მთლიანად არ მიდის. სიტუაცია კიევისათვის, რასაკვირველია, ძალიან მძიმეა“, - ამბობს ფილიპ ფიცო.

უკრაინაში პოლიტიკური ქარის ცვლილების მიზეზი

კიევში პოლიტიკური ქარის მიმართულება შესამჩნევად იცვლება, რაც განპირობებულია საერთაშორისო კონფიგურაციის ცვლილებით, მსოფლიოს მასშტაბის მქონე მოვლენებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ვოლოდიმირ ზელენსკის შეეძლო თავისი თვალით დაენახა ის სიძნელეები, რომელთა გადალახვას მისი მეგობარ-მოკავშირე ჯო ბაიდენი დიდი გაჭირვებით ცდილობს.  გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ ნატოს საიუბილეო სამიტზე 81 წლის დემოკრატმა პრეზიდენტმა შეაქო უკრაინის ლიდერის „სიმამაცე“, მისი „გამბედაობა“ და უეცრად თავისი უკრაინელ კოლეგას „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ წაიფორხილა თეთრი სახლისაკენ რბოლაში.

ორშაბათს ჯო ბაიდენის მეტოქე დონალდ ტრამპმ, რომელმაც თავდასხმა განიცადა და რომლის შედეგად არჩევნებში მისი გამარჯვების შანსები ბევრად გაიზარდა, განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოელი სენატორის ჯეიმს დევიდ ვენსის კანდიდატურა შეარჩია. ეს კიდევ ერთი საგანაგაშო სიგნალია უკრაინისათვის. „მე ნაკლებად მაღელვებს ის ამბები, რაც უკრაინაში ხდება“, - ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აცხადებდა სენატორი 2022 წელს. თვით დონალდ ტრამპს კი არაერთხელ უთქვამს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, იგი რუსეთ-უკრაინის ომს სწრაფად დაამთავრებს, თუმცა არასოდეს დეტალები არ განუმარტავს.

ზეწოლა უკრაინაზე და კიევის „კეთილი ნების ჟესტი“

დავბრუნდეთ ევროპის კონტინენტზე, სადაც რუსოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს. უნგრელი ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კომპრომისების ძიებაშია. კიევი უკვე აშკარად გრძნობს, რომ მსოფლიოში ძლიერდება ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების სურვილი, ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკის, სავარაუდოდ, თავის პარტნიორებისადმი კეთილი ნების გამოხატვა სურს. როგორც ჩანს, მან გააცნობიერა შეცდომა, რომელიც შვეიცარიაში იქნა დაშვებული, როცა მისი ჯიუტობით რუსეთი სამიტზე მიწვეული არ იყო.  

„შვეიცარიაში ჩატარებული მშვიდობის პირველი სამიტი, პრაქტიკულად, უშედეგო აღმოჩნდა. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკი ამას ხვდება და თავის მოქმედებაში გარკვეულო კორექტივები შეაქვს“, - ასეთია კრემლის აზრი კიევის ნაბიჯების თაობაზე.

როგორც ევროპის პერსპექტიული კვლევებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (IPSE) დირექტორი ემანუელ დიუპუი თვლის, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული მიწვევა, სავარაუდოდ, მხოლოდ სუფთა სადემონსტრაციო ხასიათს ატარებს: „ვოლოდიმირ ზელენსკი, დასავლელი პარტნიორების მოთხოვნისამებრ, თითქოსდა პოზიციას იცვლის, თითქოსდა თანახმაა მოსკოვთან კონტაქტებზე, მაგრამ თავის პირობებზეც (რუსეთის ჯარების გაყვანაზე)  ოფიციალურად უარს არ აცხადებს“, - ამბობს ექსპერტი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი იტოვებს შესაძლებლობას კრემლს პრეტენზიები პირისპირ წაუყენოს. თუ რუსეთი უარს იტყვის მის შესრულებაზე, კონტრპროდუქტიულად ჩაითვლება მოსკოვის და არა კიევის პოზიცია.

წყარო: https://www.leparisien.fr/

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати