USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ძველი პრესიდან საინგილოს შესახებ
Date:  1182
1917 წლის "საქართველოს" 130-ე ნომერში ილია ჭყონიას წერილის "საქართველოს სანაპიროები" დასაწყისშივე ასეა ანმარტებული:"საქართველოს დაძაბუნება იმ დროიდან დაიწყო ,როცა მას მტრებმა სანაპიროები ჩამოათალეს:ჯერ ჭანეთი,მერე სამცხე,შემდეგში საათაბაგოდ და ოსმალეთის საქართველოდ წოდებული ადგილები,და ჰერეთი,რომლის ერთი ნაწილი დღეს ზაქათალის ოლქია...ყველა ეს სანაპიროები საქართველოსათვის ის იყო,რაც კაცისთვის ზურგის ხერხემალია. თუ დაავადდა ეს უკანასკნელი სუსტდება კაცის მთელი აგებულებაც,ასე მოუვიდა ჩვენს სამშობლოს ამ სანაპიროების ჩამოთლით. თუ გვინდა კვლავ გავძლიერდეთ როგორც ერი ისევ უნდა აღვადგინოთ მათთან ძმური ეროვნული ერთობა."

ავტორს, როგორც ჩანს, ყველა ამ კუთხის მიმოხილვა სურდა, რადგან ზათაქალის ოქლის (საინგილოს) მიმოხილვას აწერია “I”, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩანაფიქრი არ შესრულებულა. ილია ჭყონიას მონაცემებით საინგილოში ცხოვრობდნენ მკვიდრი ლეკები – 46 250. დაღესტნის ლეკები - 10 000, სხვა მაჰმადიანები – 25 000. ქართველები (ქრისტიანები, მაჰმადიანები) - 17 000, სომხები – 1 500, სხვა ხალხი – 50. სულ – 100 000.214 საინგილოში გაბატონებული ენა თათრული (აზერბაიჯანული, თურქული) ყოფილა,
ლეკურად 22 სოფელში საუბრობდნენ. 22 ქართული სოფლიდან ცხრამეტში გაიგონებთ
ქართულ ენას, ორ სოფელს კი მშობლიური ენა სრულიად დაევიწყებინა ... ქართულად საუბარი შეეძლოთ ლეკების 16-მდე სოფელშიც.215 საინგილოს მკვიდრი მცირედი ქართველობიდანაც ბვრი ლეკდებოდა.
“საქართველოს” პუბლიცისტის თქმით, ამ პროცესს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, ზოგი სოციალ-დემოკრატიული სულისკვეთებით იყო განწყობილი, ზოგი ომში გაწვევას ემალებოდა, ზოგ ინგილოს კი, აღარ სჯეროდა საკუთარი ქართველობა.
საინგილოს მკვიდრი ლეკები ქართული რასის ტიპიური წარმომადგენლები არიან,
დაღესტნიდან ჩამოსული ლეკები კი, მართლაც ლეკური იერით გამოირჩევიან, –
წერდა ილია ჭყონია. Mისი თქმით, აქაურ ლეკში ქართველი რომ გაურიო, ვერაფრით გამოარჩევ, მაგრამ ერთი დაღესტნელიც რომ გაურიო, მაშინვე მივხდები, რომ მკვიდრი არ არისო.
მოხუც ლეკთა თქმით, იქაური მოსახლეობა 1860 წლამდე ქართულად იცვამდა, XX ს.ის დასაწყისშიც ქართულის ცოდნა იქ ისეთივე პრესტიჟულად ივლებოდა, როგორც ქართველებში - რუსულის ცოდნა.
საპატიო სტუმრის მოსვლისას საინგილოს ლეკის ქალები (ჭყონიას თუ დავუჯერებთ, გადარჯულებული ქართველები) ქართულ გულისპირიან კაბებს იცვამდნენ, ოღონდ, თავის დაბურვის წესი არაქართული ჰქონდათ. “ვერსად საქართველოში ვერ ნახავთ იმდენ ეკლესიებს და მონასტრებს რამდენ ნაშთებსაც ეკლესია-მონასტრებისას შეხვდებით ზაქათალის ოლქში. ცხრა მეათედი ამ ნაშთებისა მთებშია და მთების ძირა სოფლებში”, წერს “საქართველო”

XX საუკუნის დასაწყისის საინგილოს შესახებ ცნობებს გვაწვდის მ. ჯანაშვილი. მისი თქმით, ზაქათალის ოლქში 14 000 ინგილო ცხოვრობდა,, (ილია ჭყონიასგან განსხვავებით, ჯანაშვილი ინგილოთა გაცილებით მცირე რიცვს ასახელებს, მ.მ.). ინგილო დიმიტრი ჯანაშილი პირველი იყო, ვინც თბილისის სემინარიაში მიიღო განათლება, შემდეგ მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და სწავლის საქმეს აქ ჩაუყარა საფუძველი. მან ინგილო მასწალებელთა რამდენიმე თაობა აღზარდა და დღეს 5 000 ქრისტიან ინგილოთა შორის ორასია ქართული წერა-კითხვის მცოდნეო. “იმავე დროს მაჰმადიანი ინგილოები უმეცრების მორევში იხრჩობიან... ქრისტიან ინგილოებში, რომ სამშობლო ქვეყნის, ღვიძლ
ეროვნების და წინსვლა-წარმატების სიყვარული უაღრესად განვითარებულია, მაჰმადიან ინგილოებში მარტო იმას დაეძებენ, რომ როგორმე გადაგვარდნენ და ქართველები ქართველებს აღარ დაემსგავსონ”217, წერდა მოსე ჯანაშვილი.
მაჰმადიან ინგილოების ჩამორჩენილობაზე ჩივის ზ. ედილიც. აფხაზეთში ჩასვლამდე მან სამეგრელო გაიარა და მეგრული, კოპწია სახლების დანახვამ გაახსენა დროს ჩამორჩენილი ინგილოების ყოფა. “რამოდენა კონტრასტია სამეგრელოსა და საინგილოს შორის... მთელს საინგილოში ერთ სახლსაც კი ვერ იშოვნით ასე კოპწიას, მოხდენილს და მით უფრო _ სუფთას. უნებლიეთ ვაძლევ ჩემს თავს კითხვას, როგორ ვერაფერი ვერ ვისწავლეთ ერთმანეთისაგან, როგორ ვერავის ვერ წავებაძენით და ვისწავლეთ რამე ინგილოებმა... არ
გეგონოთ ინგილო მეგრელზე ღარიბი იყოს, არა და ათასჯერ არა. ინგილო მდიდარია შედარებით, მაგრამ არა აქვს შნო და უნარი უკეთესის ცხოვრებისა”218.
ამ ვრცელი ციტატის მოტანა იმისთვის დაგვჭირდა, რომ გვეჩევენებინა, დაგვენახებინა, თუ რას ფიქრობდნენ “საქართველოს” პუბლიცისტები იმდროინდელი საინგილოს ყოფა-ცხოვრებაზე. მაჰმადიანურმა სარწმუნოებამ, უფრო კი ჩრდილო-კავკასიურ დაბალი კულტურის მქონე ერებთან სიახლოვემ ზაქათალის ოლქი არასახარბიელო მდგომარეობში ჩააყენა. ეროვნულდემოკრატიული სულისკვეთებით განწყობილ ადამიანებს გული სწყდებოდათ, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მაღალი კულტურის მქონე მხარის ასეთ დაქვეითებას ხედავდნენ. ისინი ცდილობდნენ გამაჰმადიანებულ
ინგილოებშიც გაეღვიძებინათ ეროვნული შეგნება, საქართველოს მთლიანობისა და პროგრესიული განვითარების სურვილი. სურდათ ლეკური, დაღესტნური თუ ჩერქეზული სინამდვილისაგან ქართული, უფრო განვითარებული, სინამდვილისაკენ მოეტრიალებინათ ინგილოები.
108
მ. ჯანაშვილი წერდა: მაჰმადიანური რჯულისაა არაბი, ჩერქეზი, ოსმალო, სპარსი, მაგრამ საკუთარ ეროვნებაზე უარს არავინ ამბობს, “აგერ აჭარაკლარჯეთის ქართველები მაჰმადიანობენ, მაგრამ მაჰმადიანობა იმათ არ უშლის, რომ იყვნენ კარგი ქართველები”.219 ავტორი სტატიის დასასრულს კვლავ უბრუნდება ამ თემას და ასეთი მოწოდებით ასრულებს საკუთარ სათქმელ: მიჰბაძეთ თქვენს მოძმე ქრისტიან ინგილოებს, განათლდით სწავლით, გაიხარეთ ცოდნით, თვითცნობიერებით, თუ არადა დარჩებით ღატაკად და გაითქვიფებით უმრავლესობის მორევში. ჩვენ თქვენი ქრისტიანობა კი არ გვინდა, არამედ თქვენი განათლება, თქვენი ცნობიერება, მაშ შეგვიყვარეთ, როგორც გვიყვარხართ”220.
ამ მოკლე ქვეთავში, ვცადეთ, გადმოგვეტანა ის განწყობილება, რომელიც XX საუკუნის ათიანი წლების საინგილოზე საუბრისას ქართველ პატრიოტთა გულსა და გონებას აფორიაქებდა. ისინი ხედავდნენ, რომ საუკუნეების განმავლობაში დამპყრობელთა მავნე გავლენის ქვეშ მყოფი საინგილო თავის უზარმაზარ პოტენციალის გონივრულად ვერ იყენებდა.
ნოე ჟორდანია ქართველ ნაციონალისტებს, მართალია, ბურჟუაზიული ბატონობის გავრცელებასა და გლეხების ჩაგვრაში ადანაშაულებდა, მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული ჯგუფს წარმომადგენელთა ზემოთ ციტირებულ მოწოდებაში ძნელია დაინახო გლეხთა ჩაგვრის სურვილი (ბურჟუაზიის განვითარების სურვილის კი აუცილებლად დაინახავთ). ეროვნულ-დემოკრატებს ბარჟუაზიული საზოგადოების განვითარება მართლაც პროგრესულ მოვლენად მიაჩნდათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით ფეოდალურ წყობილებაში დიდხანს დარჩენილი ქვეყანა პროგრესის გზაზე შედგებოდა. სოციალისტდემოკრატეის კი, საქართველოს განაპირა რეგიონებში სოციალიზმის იდეებს ავრცელებდნენ, რადგან ნაციონალიზმს მუშათა და სოციალ-დემოკრატიის მტრად სთვლიდნენ.
“ამათთვის (ნაციონალისტებისათვის) ნაციონალიზმი, ერის უფლებათა დაცვა არის მხოლოდ ის პირბადე, რომლითაც საზოგადოებაში გამოდიან და თავის კლასიურ ბატონობას იცავენ”221, – წერდა ნოე ჟორდანია.
საბედნიეროდ, სოციალიზმის ქადაგებას საინგილოში სავალალო შედეგები არ მოუტანია. ეს, ალბათ, ინგილოთა სიდინჯისა და პატრიარქალურ ბუნების `ბრალი~ უფროა. ფაქტი კი ერთია, როდესაც სოციალ-დემოკრატები 109 სოციალიზმისა და მუშათა კლასის ინტერესის დაცვას ქადაგებდნენ, ეროვნულდემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ეკონომიურ წინსვლას, დაუღალავ შრომას და ამით საქართველოს რესურების სრულ გამოყენებას უჭერდნენ მხარს: `გამდიდრდით, იმუშავეთ, შეიძინეთ! – მივმართავდით გლეხს, მუშას, თავადაზნაურსა და ინტელიგენციას~222, – წერდა ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი.
ეროვნულ-დემოკრატიულად განწყობილი ქართვლების პოლიტიკა საინგილოსთან დამოკიდებულებაშიც შესანიშნავად გამოიკვეთა. XX საუკუნის ათიანი წლების საინგილო შემდეგ ქვეთავში უფრო დეტალურად წარმოჩინდება, ამ ქვეთავში კი ის ზოგადი განწყობა აღვბეჭდეთ, რომლითაც იმდროინდელი ქართველი პატრიოტები საქართველოს ერთ-ერთ ძირძველ კუთხეს ეკიდებოდნენ.

2.სოციალური პრობლემები საინგილოში
ამ ქვეთავში რამდენიმე ნაწილად იქნება წარმოდგენილი ის ძირითადი პრობლემატიკა, რომელიც საინგილოს ოლქს 1918 წლის მაისამდე აწუხებდა. საინგილოს, როგორც მთლიანად საქართველოს, უამრავი გასაჭირი ჰქონდა, სხვაზე რომ არ ვისაუბროთ, მხოლოდ პირველი მსოფლიო ომი და ამ ომისაგან მოყენებული მატერიალური თუ სულიერი ზარალი რად ღირს, მაგრამ გაზეთ `საქართველოში~ წარმოდგენილი პუბლიკაციები თემის სამი კუთხით გავრცობის საშუალებას გვაძლევენ. ვისაუბრებთ სურსათის ნაკლებობასა და ვაჭრობის დანაშაულებრივ გზებზე, მძიმე კრიმინალურ მდგომარეობასა და განათლების საკითხებზე.

2.1 სასურსათო პრობლემა
1915 წელს დასავლეთ საქართველოს გვალვამ და უპურობით გამოწვეულმა საშინელებამ 1916 წელს საინგილოში გადაინაცვლა. მართალია, ომი იყო და გზებიც ჩაკეტილი გახლდათ, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობისაგან მაინც ვეღირსეთ რამოდენიმე ვაგონ ხორბალს. უპურობით გატანჯულ საინგილოში კი პური კვლავაც არ ჩადიოდა, ვაგონები სტავროპოლში იყვნენ გაჩერებულნი, სახელმწიფო რკინიგზა ხორბლის ჩამოტანას აფერხებდა, კერძო სარკინიგზო კომპანიები კი თითსაც არ ანძრევდნენ, რადგან სახელმწიფო ტვირთის გადაზიდვიდან მცირე შემოსავალი ერგებოდათ.223
110
შაქრის ფასი 70 კაპიკამდე გაიზარდა (ომის დამთავრებამე კი სამ მანეთამდე გაძვირდა), მაგრამ გაძივრებული შაქარიც არ იშოვებოდა, რადგან ერთმა სომეხმა საინგილოში შემოსული მთელი შაქრის მარაგი შეისყიდა და მხოლოდ თავად ყიდდა. მთავრობამ აკრძალა საინგილოსა და დაღესტანს შორის ვაჭრობა, რის გამოც დაღესტანში გაძვირდა ის, რაც საინგილოდან შეჰქონდათ (ჩაი, შაქარი, ბრინჯი), საინგილოში კი ცხვარი და ერბო დეფიციტი გახდა.224 არ იშოვებოდა შაბიამანი (ეს, მთელი საქართველოს პრობლემა იყო და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგაც ვერ გადაწყდა), რის გამოც
ნადგურდებოდა ვენახები, კარგი მოსავალის ბოლო იმედიც გაუქარწყლებიათ
შემოსეულ ფრინველებს (#115, 1916წ.).
ომის პარადოქსი, როცა ფული გაქვს, მაგრამ ვერაფერს იშოვნი, საინგილოს ყოველდღიურ რეალობად იქცა. სოფელ კახსა და ზაქათალაში გახსნილი სამომხმარებლო საზოგადოებები ვერ ასრულებდნენ საკუთარ დანიშნულებას. იმის მაგივრად, რომ მთავრობის მიერ რეგიონში შეღავათიან ფასად შეგზავნილი პროდუქტი მოსახლეობისათვის გაენაწილებინათ, სამომხამრებლო საზოგადოების წევრები ერთმანეთში იყოფდნენ ნადავლს და მერე გაცილებით ძვირად ყიდდნენ (#288, 1916წ.).
მოსახლეობის გაუსაძლისი მდგომარეობით სარგებლობდნენ სომეხი ვაჭრები. მეაბრეშუმეობის მიმდევარ ინგილოებს ან ძვირად აძლევდნენ აბრეშუმის თესლს, ანდა უფულოდ მისცემდნენ, სამაგიეროდ კი, მოყვანილი აბრეშუმის ერთ მესამედს ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთ მეოთხედს ართმევდნენ (#101; #137, 1916წ.).
არავის სურდა განაპირა, მძიმე პირობებში მცხოვრებ მხარეში ექიმად წასვლა, `საქართველო~-ს ერთ-ერთ ნომერში აღწერილია, თუ როგორ სცემა დაგვიანებისათვის ახალმივლინებულმა რუსმა ექიმმა პაციენტი. საინგილოში მომუშავე სამი ექიმიდან საბოლოოდ ერთი, მოხუცი ექიმიღა შემორჩა, ამიტომაც დალაქებს, ხაბაზებს და სხვა პროფესიის ხალხს ხელობა შეუცვლიათ და ექიმბაშობა დაუწყიათ, ერთმა ასეთმა თათარმა ექიმბაშ-დალაქმა კინაღამ იმსხვერპლა პაციენტი (#288, 1916წ.).
გაჭირვებამ და ყოველი სახის პროდუქციის დეფიციტმა ინგილოს გაუჩენელი გააჩენინა. გაზეთ `საქართველო~-ში ვკითხულობთ, რომ ინგილოებს 111 გამოუგონიათ ხის კუსტარული ფეხსაცმელი, რომელიც სამი მანეთი ღირდა და წელიწადნახევარი ძლებდა (#288, 1916წ.)
პროდუქტის (პურის, შაქრის, შაბიამნის, აბრეშუმის, თესლის...) ერთი პირის მიერ შესყიდვა და მონოპოლიზებამ; აგრეთვე დაღესტანსა და საინგილოს შორის ვაჭრობის აკრძალვამ დააჩქარა უკანონო ვაჭრობის პროცესი. ამ საკითხზე მიძღვნილ პუბლიკაციათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წერილის ავტორი გვატყობინებს: `აქაური ვაჭრობა ხომ სულ მთლად სომხებისა და თათრების ხელშია. ეს ორი ერი, უმეტესად ვაჭრები რაღაც გაურკვევლად ერთიმეორეს ეკინკლავება და ორივენი ერთად კი ღარიბ-რატაკ მაცხოვრებლების ზურგზე გადადიან~. ზაქათალაში დამკვიდრებულ ცხოვრების წესს რომ
გაეცნობით, მაშინ მიხვდებით, თუ რატომ უწოდა გერმანულმა გაზეთმა რუსეთის
იმპერიის ვაჭრებს `наши союзники в тылу русской армии~.225 დაბოლოს, საინგილოში გამეფებული უსურსათობის, უტანსაცმლობის, უექიმობის მძიმე მდგომარეობა, რომელსაც სასტიკი და უსამართლო ვაჭრობის წესი უფრო ამძიმებდა, არ იქნება სრულყოფილი, თუ არ აღვწერთ საინგილოს ადმინისტრაციული ცენტრის ზაქათალის მდგომარეობას.
`საქართველო~-ს კორესპონდენტის თქმით, ზაქათალაში დაინგრა არხებზე გადებული ხიდები, აიყარა ქვაფენილი და წვიმის დროს ტალახში ჩაფლულს ძნელად თუ ვინმე ამოგიყვანდათ. აღარ ნათდებოდა ქუჩები, ქალაქის ახალმა თავმა განათების იმედიც კი გაანადგურა, როცა ბოძებიდან ფარნები ჩამოხსნა, ჟურნალისტის საბოლოო შეფასება ასეთია: `შესაბრალის ქალაქი ზაქათალა~.226 გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ლოგიკური შედეგი იყო კრიმინალური სიტუაციის გამწვავება, თუმცა ამ ობიექტურ მიზეზებს 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კიდევ ერთი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც დაერთო.
 
1)რუკა ასახავს ეთნიკური ქართველების განსახლების არეალს საინგილოში.
2)რუკა ასახავს საქართველოსთვის ჩამორთმეულ მიწებს, რომელიც გადაეცა აზერბაიჯანს რუსული/ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ....
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way