USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
ძველი ამბები - გაზ. Le Temps: რატომ არ მიიღეს საქართველო ერთა ლიგაში?
თარიღი:  809

პარიზი. „ტანი“ იუწყება: დეკემბრის 17 სხდომაზე ვივიანმა მოკლე სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს ერთა ლიგის შემადგენლობაში მიღების შესახებ. შუამდგომლობის უარყოფის გამო ვივიანმა საფრანგეთის დელეგაციის სახელით შემდეგი განცხადება გააკეთა: საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხი მეტად სერიოზულია. ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა მიმღებ კომისიას არ შეუძლია მისცეს ერთა ლიგას წინადადება საქართველოს უეჭველად მიღების შესახებ. ვინაიდან შეუძლებელია ამ ჟამად ეგრედ წოდებულ „რუსეთის საკითხის“ გადაწყვეტა.

ერთა ლიგა ვალდებულია გაუწიოს ანგარიში თავის წესდების მე-10 მუხლის, რომლის თანახმად ერთა ლიგის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოები ვალდებული არიან დაიცვან ყოველი თავის თანაწევრი, თუ უკანასკნელს რაიმე საფრთხე მოელის. აშკარაა, ის სახელმწიფოები, რომლებიც მისცემდნენ ხმას საქართველოს ერთა ლიგის შემადგენლობაში მიღების საკითხს, ამით აიღებდენ თავის თავზე ვალდებულებას აღმოეჩინათ დახმარება საქართველოსათვის, თუ უკანასკნელს რაიმე გარეშე საფრთხე დაემუქრებოდა. ასეთი ვალდებულების სისრულეში მოყვანა კი ამ ჟამად მეტად ძნელია. ამ თვალსაზრისს არ მიემხრენ რობერტ სესილი და ნანსენი, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდენ საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას. ფიშერი მოითხოვდა მიექციათ ამ საკითხისთვის ყურადღება. ამასთანავე ფიშერმა იკითხა,  – თუ ვინ აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას გაეგზავნა საქართველოსათვის ექსპედიცია, საქართველოს რომ დახმარება მოეთხოვა?

 საკითხის ხანგრძლივ განხილვის შემდეგ საქართველოს შუამდგომლობა უარყვეს, ამასთანავე საქართველოს წარმომადგენლებს მიეცა უფლება, თუ ისინი მოისურვებენ მიიღონ მონაწილეობა საორგანიზაციო ტეხნიკურ საკითხების გადაწყვეტაში (საქართველოს დეპეშათა სააგენტო).

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის