ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზები დააზიანა.
ძლიერმა წვიმამ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მეწყრული პროცესების განვითარება და ქვათაცვენაც გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ დაბა ხარაგაულში საყრდენი კედელი წაიღო, რამაც კინოთეატრის შენობის ნაწილის ნგრევა გამოიწვია.
სტიქიის ზონაში ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ვითარებას ეცნობოდნენ ხარაგაულის მერი და მერის პირველი მოადგილე. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია მიყენებულ ზარალს სწავლობს. მათივე თქმით, არცერთი მოქალაქე მერიის მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება.
სტიქიის გამო პრობლემები შეექმნა რკინიგზის მუშაობას. ლიანდაგის დატბორვის და მიწის ჩამოშლის გამო ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები რამდენიმე საათით იყო გაჩერებული. გზის გაწმენდის შემდეგ მოძრაობა აღდგენილია.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.