USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები წააქცია
дата:  314

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

კერძოდ, დაფიქსირდა ხეების წაქცევის შემთხვევები, დაზიანდა ელექტროსადენები, ასევე, მარიჯანის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა.

თბილისის მერიის განცხადების თანახმად, შესაბამისი სამსახურები ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებიან, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.

„ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე.

ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

„თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.

საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати