USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა - მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანებულია სახლების სახურავები
Date:  

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

უამინდობის გამო, რომელიც დაახლოებით 5 წუთს გრძელდებოდა,

სოფელ მაწიმში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა.

ადგილზე უკვე იმუშავეს საგანგებო სიტუაციების მართვის და სხვა შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზარალის შესახებ ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ.

ხეებისგან ჩახერგილი გზები კი უკვე გაიწმინდა.

ამ დროისთვის, სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way