USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
ძლიერმა ქარმა ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავები და მწვანე ნარგავები დააზიანა
дата:  1066

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა, ასევე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება.

„მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.

დილიდან დაიწყო შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის პრომენადის გაწმენდითი სამუშაოები.

მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати